იურიდიული მოსახურება
სამეწარმეო სამართალი და ბიზნეს გარიგებები
გთავაზობთ სამეწარმეო სუბიექტების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების,სააქციო საზოგადოების, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, კოოპერატივის, ინდივიდუალური მეწარმის,სამეწარმეო ამხანაგობის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების) პირველად რეგისტრაციას, რეგისტრაციაში ცვლილებებს, რეორგანიზაციის პროცესის წარმოებას
(გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა), ფილიალების, მათ შორის უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალების დარეგისტრირებას, საწარმოსრედომიცილება .
საადვოკატო ბიურო “იურიდიული მომსახურების სახლი” თავის კლიენტებს ასევე ეხმარება კომპანიის ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის შერჩევაში და კომპანიის კორპორატიულ სტრუქტურირებაში. ბიზნეს გარიგებების საწარმოებლად სამეწარმეო სუბიექტისათვის ყველაზე მისაღები კონტრაქტის დადების მიზნით კლიენტებს უწევს იურიდიულ კონსულტაციას და აკეთებს სამართლებრივ ანალიზებს.