top of page

სამოქალაქო სამართალი

 

სახელშეკრულებო სამართალი:

თავაზობთ უძრავ და მოძრავ ნივთებთან, ასევე უფლებებსა და მოთხოვნებთან დაკავშირებული ყველა სახის ხელშეკრულების მომზადებას, კერძოდ, სესხის, ნასყიდობის გაცვლის, ჩუქების, ქირავნობის, ლიზინგის, იჯარის, ფრენშაიზინგის, თხოვების, გირავნობის,იპოთეკის ნარდობის, დავალების, საშუამავლო, მიბარების, წილის დათმობის და სხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადებას, შემოწმებას, კანონმდებლობის შესაბამისად მათ გამართვას და მათგან გამომდინარე დავების მოგვარებას.
სამეზობლო სამართალი:
სამეზობლო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების მოგვარებას, უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულებების მომზადებას და მათ შესაბამის სრტუქტურაში რეგისტრაციას, წარმომადგენლობა სასამართლოში, მესამე პირებთან.

 

 

ვალდებულებითი სამართალი:
გთავაზობთ ვალდებულების დარღვევიდან წარმოშობილი დავების მოგვარება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას წარმომადგენლობა, დელიქტურ სამართალში კლიენტის უფლების დაცვა.
სადაზღვევო სამართალი:
აღნიშნულ სფეროში მომსახურება მოიცავს: ზოგად იურიდიულ კონსულტაციას, ნებაყოფლობით და სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ სადაო საკითხების გადაწყვეტას; შესაბამისი სადაზღვევო ხელშეკრულებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტების (მაგ. სადაზღვევო პოლისების) მომზადებას ან არსებული ხელშეკრულების ანალიზს; დაზღვევის სფეროში წარმოქმნილ დავებში დაინტერესებული მხარის ინტერესების დაცვას.
 

საბანკო სამართალი:
 საბანკო სამართლის საკითხებთან დაკავშირებულ იურიდიულ კონსულტაციებს; საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების, თავდებობის წერილების, აკრედიტივების და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადებას; საბანკო და სხვა საფინანსო ინსტიტუტების სამართლებრივი შემოწმების ჩატარებასა და შესაბამისი შეფასებების/დასკვნების მომზადებას; კლიენტის სახელით მარეგულირებელეთან ურთიერთობას;

 

ფასიანი ქაღალდები:
გთავაზობთ ფასიანი ქაღალდებიდან წარმოშობილი საკითხების მართვას, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის ფასიანი ქაღალდების გამოშვების, შეძენის, კაპიტალის გაზრდისა ფასიანი ქაღალდების განთავსების პროცესში იურიდიულ კონსულტაციებს, ასევე არსებობის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე დავების მოგვარებას.
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
ინტელექტუალური სამართლის სფეროში მომსახურება მოიცავს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას, გამოგონების და სხვა სამრეწველო საკუთრების ობიექტზე პატენტის და სხვა შესაბამისი უფლების მოპოვებას; ავტორის, საავტორო უფლების სხვა მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის საავტორო, ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების, აგრეთვე მათი მომიჯნავე უფლებების დაცვას და მათი დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოში წარმომადგენლობა. საავტორო უფლებების და ავტორის ქონებრივი უფლებების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მომზადება

(განსაკუთრებული და ჩვეულებრივი სალიცენზიო ხელშეკრულებები), ასევე ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება. თანაავტორთა შორის ხელშეკრულების გაფორმება.

 

საოჯახო სამართალი;
გთავაზობთ საოჯახო სამართალთან დაკავშირებულ შემდეგი სახის მომსახურებას: საქორწინო კონტრაქტის შედგენას; მეუღლეთა შორის ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებში უფლებების დაცვას; განქორწინებასთან, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, მშობლის უფლების აღდგენასთან, ალიმენტის დაკისრებასთან, ალიმენტის ოდენობის შემცირებას/გაზრდას და სხვა საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული სარჩელების შედგენას, მტკიცებულებათა შეგროვებას, სასამართლოში წარმომადგენლობას და მხარის პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვას; შვილების და გაშვილების, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან შვილება/გაშვილებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივ უზრუნველყოფას.

 

მემკვიდრეობითი სამართალი:
გთავაზობთ სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოძება/შეგროვების პროცესში წარმომადგენლობას, წარმომადგენლობას სამკვიდრო ქონების მისაღებად ნოტარიუსთან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; ანდერძის შედგენასთან დაკავშრებულ სამართლებრივ საკითხებზე და შედეგებზე კონსულტაციას; სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენას; სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენას; მემკვიდრეებს შორის არსებული დავის შემთხვევაში კლიენტის ინტერესების დაცვას; პირის უღირს მემკვიდრედ ცნობას; მემკვიდრეებისა და სხვა დაინტერესებულ მესამე პირთა კანონიერი ინტერესების დაცვას; ანდერძის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას;

 

bottom of page