პლურალისტური დემოკრატია
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 1 min read
ცნება პლურალიზმი ორგვარ, ფართო და ვიწრო მნიშვნელობით გამოიყენება. ფართო გაგებით პლურალიზმი არის მრავალფეროვნების და სხვადასხვაგვარობის აღიარება, როგორც ტერმინი, პლურალიზმი პარტიებს შრის არსებული კონკურენციის , მანკობრივ ფასეულობათა სხვადასხვაობის და კულტურულ ნორმათა განსხვავებულობის აღსანიშნავად გამოიყენება. როგორც ნორმატიული ცნება პლურალიზმი სხვადასხვაგვარობის სასურველობას გულისხმობს - იცავს პიროვნულ თავისუფლებას და განხილვას. დებატებსა და ურთიერთგაგებას უწყობს ხელს. უფრო ვიწრო გაგებით პლურალიზმი პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილების თეორიაა, რომელის მიხედვითაც ძალაუფლება საზოგადოებაში ფართოდ და თანაბრად ნაწილდება და ერთ ელიტის ან მმართველთა კლასის ხელში არაა მოქცეული. ამ გაგებით, პლურალიზმი განიხილება როგორც ჯგუფური პოლიტიკა, სადაც ცალკეული პირები ორგანიზებული ჯგუფების სახითაა წარმოდგენილი და საჯარო პროცესის ყველა ჯგუფისთვის ხელმისაწვდომია.
პლურალისტური იდეები ადრეული ლიბერალური ფილოსოფიიდან იღებს სათავეს და უპირატესად ლოკისა და მონტესკიეს სახელებს უკავშირდება.
დამატებითი:
პლურალისტური შეხედულება უპირისპირდება რეალისტებისას, მაგალითად ჯონ ბარტონმა თქვა: რეალიზმი ისე უყურებს სახელმწიფოს, როგორც ბილიარდის ბურთებს, ანუ როგორც შეუღწევადი და დამოუკიდებელ ერთეულებს, რომელებიც მხოლოდ გარეგანი ძალის გამოყენებით ახდენენ ერთმანეთზე ზეგავლენას. ასე რომ , მსოფლიო ანარქიულ სისტემაში ურთოერთქმედი სუვერენული სახელმწიფოები ბილიარდის ბურთებს ემსგავსებიან, რომლებიც მაგიდის გარშემო მოძრაობენ და ერთმანეთს ეჯახებიან. პლურალისტების აზრით კი , ეს შედარება საერთაშორისო პოლიტიკის საზრისს ამახინჯებს: პირველ რიგში იმით< რომ ზე-ეროვნული სუბიექტების -მრავალეროვნული კორპორაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციები გავლენის მზარდ მატებას უყურადღებოდ ტოვებს; და მეორე- ის ვერ ახერხებს ურთიერთდამოკიდებულების, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ სექტორში სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის სრულად გააზრებას.
Comments