პრემიერ–მინისტრი (აღმასრულებელი ხელისუფლება)
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 1 min read
პრემიერ-მინისტრი ( იგივე კანცლერი- გერმანიაში; პირველი მინისტრი - ნიდერლანდებში) მთავრობის თავია, რომელსაც ეს თანამდებობა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით მოსული პარტიის, ან პარტიათა კოალიციის ლიდერობის გამო აქვს ბოძებული. პრემიერ-მინისტრსა და მის კანცელარიას შედარებით უფრო მოკრძალებული უფლებები გააჩნიათ, ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურ პრეზიდენტს. მათ არ შეუძლიათ ამა თუ იმ მინისტრის დანიშვნა-გათავისუფლება, დაწინაურება ან დაქვეითება.
აშკარაა , რომ პრემიერ-მინისტრის ძალაუფლებისა და გავლენის წინაპირობა ისაა თუ რამდენად ძლიერია მისი, როგორც პარტიის ლიდერის პოზიცია. იტალიის დანაწევრებული პარტიული სისტემა ხშირად აიძულებს მათ ერთგვარი „მომრიგებელი მოსამართლის“ როლი იკისრონ. ნათელია, რომ ბოლო წლებში პრემიერ-მინისტრების გავლენა საკმაოდ გაიზარდა. ნაწილობრივ ეს იმ ტენდენციის შედეგია, რომ ელექტრონული მედია სულ უფრო და მეტ ყურადღებას პიროვნებებს უთმობს, პრემიერ-მინისტრები კი საკუთარი პარტიების ერთგვარ „საფირმო ნიშნად“ აღიქმება.
Comments