top of page

პრეზიდენტი (აღმასრულებელი ხელისუფლება)

  • Writer: შოთა იასაშვილი
    შოთა იასაშვილი
  • Jan 4, 2018
  • 1 min read

პრეზიდენტი სახელმწიფოს ფორმალური, კანონიერი მეთაურია, ისევე როგორც მეფე თუ იმპერატორი სხვა ტიპის მმართველობებში. თუმცა, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ კონსტიტუციური და აღმასრულებელი პრეზიდენტები. კონსტიტუციური პრეზიდენტი ჰყავს საპარლამენტო სისტემის მქონე ქვეყნებს, სადაც პრეზიდენტის მოვალეობები, ძირითადად, ცერემონიალური ხასიათისაა. ასეთ დროს კი აღმასრულებლით ხელისუფლების სათავეში პრემიერ-მინისტრი ან კაბინეტი დგას.

აღმასრულებელი პრეზიდენტის მმართველობა შეზღუდული ან შეუზღუდავია. როგორც წესი, შეზღუდული აღმასრულებელი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეზიდენტი კონსტიტუციით, დემოკრატიული პოლიტიკის მოთხოვნებით, პარტიული კონკურენციითა და ძალაუფლების გადანაწილების ამა თუ იმ მოდელით დადგენილ ჩარჩოებში მოქმედებს და რაც მთავარია, პრეზიდენტის ძალაუფლება გაწონასწორებულია ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიერ. თავის მხრივ, შეუზღუდავი საპრეზიდენტო მმართველობის დროს, პრეზიდენტი ლამის უსაზღვრო ძალაუფლებითაა აღჭურვილი და რეჟიმიც, შესაბამისად, დიქტატორულია ხოლმე.

როგორც უკვე ვახსენე, მმართველობის საპრეზიდენტო სისტემას ძალაუფლებათა კონსტიტუციური და პოლიტიკური გამიჯვნა ახასიათებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოთა შორის. შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლება დამოუკიდებლად არჩეული პრეზიდენტის ხელშია, რომელიც უშუალოდ ანგარიშვალდებული არ არის პარლამენტის წინაშე და ამ უკანასკნელს არც მისი გადაყენება შეუძლია.

საპრეზიდენტო სისტემას შემდეგი ძირითადი ნიშან-თვისებები ახასიათებს:

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ცალ-ცალკე ირჩევა და ორივე დამოუკიდებელი კონსტიტუციური უფლებებითაა აღჭურვილი.

ხელისუფლების ამ ორი შტოს შემადგენლობა ფორმალურად ერთმანეთისაგან გამიჯნულია.

აღმასრულებელი ხელისუფალი კონსტიტუციურად ანგარიშვალდებული არაა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე და თუ არა იმპიჩმენტის , სხვა შემთხევაში ამ ორგანოს მისი გადაყენების უფლება არცა აქვს.

პრეზიდენტს თუ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა მეთაურს , არ შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნა; ორივე შტოს არჩევის პირობები მკაცრადაა დადგენილი.

Recent Posts

See All
საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი...

 
 
 

Σχόλια


© 2015 იურიდიული მოსმახურების სახლი.გიორგი იასაშვილი,იურისტი,ადვოკატი,iuristi,advokati,giorgi aisashvili,გიორგი იასაშვილი,იურიდიული დახმარება,იურიდიული მომსახურების სახლი,giorgi iasashvili

 

   გამოგვყევი :

©
  • w-facebook
bottom of page