top of page

ერთპალატიანი და ორპალატიანი სისტემები

  • Writer: შოთა იასაშვილი
    შოთა იასაშვილი
  • Jan 4, 2018
  • 1 min read

იშვიათი გამონაკლისის გარდა, მსოფლიო პარლამენტთა უმრავლესობა ერთ ან ორპალატიანია. ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოები ჩვეულებრივ, გვხვდება ისეთ ქვეყნებში , სადაც ეს ტრადიცია წარსულის გადმონაშთად შემორჩა. ბევრის აზრით ერთპალატიანი პარლამეტი უფრო მიზანდასახული და ქმედითუნარიანია, ორპალატიანთან შედარებით - განსაკუთრებით, როცა საქმე შედარებით მცირერიცხოვან და „შეკრულ საზოგადოებებს ეხება. და მაინც, მსოფლიო სახელმწიფოთა თითქმის ნახევარი ორპალატიანი სისტემის ერთგული რჩება.

შეიძლება ჩამოვთვალოთ ორპალატიანების მთავარი ღირსებები და ნათლად დავინახავთ მის დადებით მხარეებსაც:

· მეორე პალატა პირველის ძალაუფლებას აკონტროლებს და უმრავლესობის „ერთპიროვნული“ მმართველობის საფრთხეს აქარწყლებს.

· მეორე პალატის არსებობა კანონმდებლობის დახვეწას უზრუნველყოფს, რამდენადაც ერთი პალატის საკანონმდებლო ბირთვის გადანაწილებასა და დაშვებული შეცდომებისა თუ გადახრების გამოსწორებას უწყობს ხელს.

· მეორე პალატა ერთგვარი საკონსტიტუციო „ფილტრის“ როლსაც ასრულებს- მას შეუძლია გადაავადოს საკამათო კანონის მიღება და მეტი დრო დაუთმოს მასზე საზოგადოებრივ აზრთა გაცვლა-გამოცვლას.

როგორც თითქმის ყველაფერს სამყაროში, ორპალატიანობასაც აქვს თავისი ნაკლოვანებანი:

· საკანონმდებლო პროცესის ხელოვნური გაჭიანურება, ერთპალატიან სისტემასთან შედარებით.

· მეორე პალატა შესაძლოა, დემოკრატიული მმართველობის მკაცრს გამოცდად იქცეს, როცა მისი წევრები საერთოდ არ არიან არჩეულნი ან არჩეულნი არიან არაპირდაპირი გზით.

· მეორე პალატა პოლიტიკური კონსერვატიზმისკენ მიდრეკილებით ხასიათდება, რამდენადაც არსებული კონსტიტუციური მოწყობის მხარდამჭერად და ხშირად საზოგადოებრივი ელიტების ინტერესთა გამომხატველად იქცევა ხოლმე.

Recent Posts

See All
საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი...

 
 
 

Comments


© 2015 იურიდიული მოსმახურების სახლი.გიორგი იასაშვილი,იურისტი,ადვოკატი,iuristi,advokati,giorgi aisashvili,გიორგი იასაშვილი,იურიდიული დახმარება,იურიდიული მომსახურების სახლი,giorgi iasashvili

 

   გამოგვყევი :

©
  • w-facebook
bottom of page