top of page
  • Writer's pictureშოთა იასაშვილი

პოლიტიკური წარმომადგენლობის დელეგირებითი და მანდატობრივი მოდელი

დელეგატი ის არჩეული პირია, რომელიც უშუალო მითითებით და სხვისი სახელით მოქმედებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი სხვათა შეხედულებების უბრალო გამხმოვანებელია და ფაქტიურად, უფლება არა აქვს პირადი მოსაზრებები და სიმპათიები გამოხატოს. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ რომელიმე ფირმის წარმომადგენელი ან ამა თუ იმ ქვეყნის ელჩი, ვისაც საკუთარი სახელით ლაპარაკი უბრალოდ ეკრძალება. ასევე , პროფკავშირის წევრი , რომელიც რაიმე შეხვედრას ესწრება და წინდაწინაა დარიგებული, რა ილაპარაკოს და რას დაუჭიროს მხარი, ზუსტად ისევე მოქმედებს, როგორც დელეგატი. ამ მოდელის მომხრეები მასში პოლიტიკოსთა მიერ მისი წარმომადგენლის შეხედულებების მაქსიმალურად უკეთ გამოხატვის მექანიზმს ხედავენ. ამავე დროს, რადიკალი დემოკრატები მხარს უჭერენ ინიცირების და გამოხმობის პრაქტიკას, რაშიც პოლიტიკოსთა მეტი პასუხისმგელობის წინაპირობას ხედავენ.

,,დელეგირებადი წარმომადგენლობის“ ღირსებად ის უნდა მივიჩნიოთ , რომ იგი საერთო-სახალხო თანამონაწილეობისა და პროფესიული პოლიტიკოსების პირადი ინტერესების მოთოკვის მეტ შესაძლებლობას იძლევა, ანუ მაქსიმალურად უახლოვდება წარმომადგენლობით ხელისუფლებაში ხალხის უზენაესობის იდეალს.

თუმცა მისი ნაკლოვანებებიც თვალშისაცემია: პირველ რიგში, წარმომადგენელთა სრულ ანგარიშვალდებულებას წარმდგენთა მიმართ, ხშირ შემთხვევაში, ხისტ პოზიციასა და შესაბამისად, კონფლიქტებამდე მივყავართ. მეორეც, რამდენადაც არჩეულ პოლიტიკოსებს დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა არ მოეთხოვებათ, მათ ლიდერებად და სახელმწიფო მოღვაწეებად ჩამოყალიბების შესაძლებლობაც იზღუდება.

როგორც მინდობილობითი, ისე დელეგირებით მოდელები ჯერ კიდევ თანამედროვე პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებამდე შეიქმნა და შესაბამისად, ორივე მათგანი წარმომადგენლებს დამოუკიდებლ ფიგურებად განიხილავდა. მოგვიანებით გაჩნდა წარმომადგენლობითობის ახალი თეორიები და მათ შორის ყველაზე ცნობილი ე.წ „მანდატობრივი მოდელი“, რომელიც იმ მოსაზრებას ემყარება , რომ არჩევნების მოგებით, ესა თუ ის პარტია სახალხო მანდატს იღებს და უფლებამოსილია ის პოლიტიკა თ პროგრამა განახორციელოს, რასაც წინასაარჩევნო კამპანიისას სთავაზობდა მხარდამჭერებს. ეს მოდელი წინაპირობაა პარტიული ერთობისა და დისციპლინისათვის, რადგან წარმომადგენლობით სუბიექტი სწორედ პარტიაა და არა კერძო პოლიტიკოსი.

მანდატობრივი მოდელის მომხრეები ამტკიცებენ , რომ არჩევანი პარტიის რაციონალური პოლიტიკისა თუ პროგრამის საფუძველზე კეთდება, ოღონდ ამომრჩევლის ნება ამ შემთხვევაშიც საკამათოა, რამდენადაც ამა თუ იმ პარტიას უპირატესობას მისი ლიდერის მიმართ სიმპათიისა თუ სხვა და სხვა „ირაციონალური“ ფაქტორების ზეგავლენით აძლევს.

949 views0 comments

Recent Posts

See All

პრემიერ–მინისტრი (აღმასრულებელი ხელისუფლება)

პრემიერ-მინისტრი ( იგივე კანცლერი- გერმანიაში; პირველი მინისტრი - ნიდერლანდებში) მთავრობის თავია, რომელსაც ეს თანამდებობა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით მოსული პარტიის, ან პარტიათა კოალიციის ლიდე

პრეზიდენტი (აღმასრულებელი ხელისუფლება)

პრეზიდენტი სახელმწიფოს ფორმალური, კანონიერი მეთაურია, ისევე როგორც მეფე თუ იმპერატორი სხვა ტიპის მმართველობებში. თუმცა, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ კონსტიტუციური და აღმასრულებელი პრეზიდენტები. კონ

საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი შეიძლება გადაწყვეტილებების „სამჭედლოდ“ მოვიხსენიოთ., როგორც ამერიკის პ

bottom of page