top of page
  • Writer's pictureშოთა იასაშვილი

არჩევანის მოდელები: პარტიაზე ორიენტირებული, სოციოლოგიური, ხელსაყრელი, არჩევნის, იდეოლოგიური;


პარტიაზე ორიენტირებული მოდელის შემთხვევაში ამომრჩეველი განიხილება როგორც პარტიასთან ფსიქოლოგიურად გაიგივებული პიროვნება, ანუ - მის ხანგრძლივ მხარდაჭერად, ვინც ამა თუ იმ პარტიას „თავისად“ მიიჩნევს. ამგვარი მოდელი გულისხმობს, რომ პიროვნების პოლიტიკურ მიკუთვნებულობას გარკვეული წარსული და ოჯახური მემკვიდრეობითობაც ახასიათებს, რაც მთელი ცხოვრება, არჩევნებიდან არჩევნებამდე გაჰყვება ხოლმე ადამიანს. ამ კუთხით , შეიძლება წინასწარვე განისაზღვროს - ერთგულ მხარდამჭერთა სავარაუდო რაოდენობის დადგენის შემთხვევაში - ხმების რა პროცენტს მოიპოვებს ესა თუ ის პარტია. მაგრამ ზოგჯერ ეს კალკულაციას არ ამართლებს ხოლმე, რადგან შეიძლება მოხდეს რაიმე რადიკალური მოვლენა და ამან შეცვალოს ამომრჩევლების გადაწყვეტილება.

რაც შეეხება სოციალოგიურ მოდელს, ეს მოდელი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას მის ჯგუფურ კუთვნილებას უკავშირებს : იგულისხმება, რომ არჩევანი იმ ჯგუფის ეკონიმიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვრება, რომელსაც ესა თუ ის ადამიანი წარმოადგენს. ამ შემთხვევაში წინა პლანზე გამოდის, სოციალური ნიშნები - რაც თავის მხრივ, საზოგადოებაში არსებული დაყოფისა და დაძაბულობის ანარეკლია. დაყოფა კი , უმთავრესად- კლასობრივი , სქესობრივი, ეთნიკური , რელიგიური და კუთხურობის ნიშნით ხდება. სოციალურ მოდელს აკრიტიკებენ საზოგადოებრივ ჯგუფებზე ინტერესის გამახვილების გამო და პიროვნების და კერძ ინტერესის უგულებელყოფას უთვლიან ნაკლად.

ხელსაყრელ მოდელში ზოგი სახელისუფლებლო პარტიის ქმედებათა ამომრჩევლის მიერ შეფასებას ხედავს, ზოგიც ამომრჩევლის - სუპერმარკეტში სავაჭროდ შესულ მომხმარებლებს ადარებს. მეორე შემთხვევაში ე.წ „მომგებიანი თემების მნიშვნელობაა ხაზგასმული; ანუ - პარტიებს შეუძლიათ თემატურად „მომხმარებლის „ გემოვნებას მოარგონ საკუთარი პოლიტიკური რიტორიკა და სწორედ ამ ნიშნით სცადონ წინასაარჩევნო კამპანიის წაყვანა.

იდეოლოგიური მოდელის შედარებით რადიკალური შეხედულებები არჩევანის მოტივაციებთან დაკავშირებით იმას უსვამს ხაზს, თუ რამდენად ზემოქმედებს პიროვნების არჩევანზე იდეოლოგიური ზეგავლენა თუ პირდაპირი წნეხი. სოციალოგიური მოდელის მსგავსად, აქაც არჩევანის გაკეთება სოციალურ კიბეზე ადამიანის მიერ დაკავებული მდგომარეობის გამოვლინებად მიიჩნევა, თუმცა არსებობს განსხვავებაც : ეს თეორიები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, თუ რამდენადაა განპირობებული პიროვნების მიერ საკუთარი მდგომარეობის შეფასება განათლების სისტემის, ხელისუფლების და არაც მთავარია, მას-მედიის გავლენებით.

იდეოლოგიური მოდელის თეორეტიკოსები ამტკიცებენ , რომ მედიას ძალუძს საერთოდ დაამახინჯოს პოლიტიკური განწყობილებანი, სასურველ კალაპოტში მიმართოს დებატები და ხელოვნურად მართოს საზოგადოების სიმპათია-ანტიპათიები. იდეოლოგიური მოდელის სისუსტე ისაა, რომ არ ითვალისწინებს ცალკეული პიროვნების მოსაზრებებს და მის კერძო ინტერესებს სრულიად უგულებელყოფს.

305 views0 comments

Recent Posts

See All

პრემიერ–მინისტრი (აღმასრულებელი ხელისუფლება)

პრემიერ-მინისტრი ( იგივე კანცლერი- გერმანიაში; პირველი მინისტრი - ნიდერლანდებში) მთავრობის თავია, რომელსაც ეს თანამდებობა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით მოსული პარტიის, ან პარტიათა კოალიციის ლიდე

პრეზიდენტი (აღმასრულებელი ხელისუფლება)

პრეზიდენტი სახელმწიფოს ფორმალური, კანონიერი მეთაურია, ისევე როგორც მეფე თუ იმპერატორი სხვა ტიპის მმართველობებში. თუმცა, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ კონსტიტუციური და აღმასრულებელი პრეზიდენტები. კონ

საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი შეიძლება გადაწყვეტილებების „სამჭედლოდ“ მოვიხსენიოთ., როგორც ამერიკის პ

bottom of page