ცენტრალიზაცია თუ დეცენტრალიზაცია?
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 2 min read
ყველა თანამედროვე სახელმწიფო დაყოფილია ტერიტორიებად - ცენტრალურ და პერიფერიულ ( რეგიონულ, პროვინციულ ან ადგილობრივ) ერთეულებად. მათი მართვის ბუნება კი განსხავებულია. ეს განსხვავება მოიცავს კონსტიტუციურ სტრუქტურას, რის მეშვეობითაც მყარდება კავშირი ცენტრსა და პერიფერიას შორის და მთავრობის სხვადასხვა საფეხურს შორის ნაწილდება ფუნქციები და ვალდებულებები.
სახელმწიფო ცენტრალური მთავრობის გარეშე ვერ შეძლება საერთაშორისო ან მსოფლიო ასპარეზზე ფუნქციონირებას. ის ვერ შეძლებს სავაჭრო მოლაპარაკებების წარმოებას, საერთაშორისო სისტემებზე წარმომადგენლების წარდგენას და ა.შ. ცენტრალური მთავრობის ზოგიერთი სტრუქტურა პერიფერიულ ორგანოებს შორის შუამავლის როლსაც გი ასრულებს და აკონტროლებს მოქმედებენ თუ არა რეგიონული სამმართველოები საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. შეიძლება ისიც კი ითქვას , რომ ცენტრალური საკუთარ თავზე იღებს სახელმწიფოს ეკონომიკური ცხოვრების კონტროლს, შიდა ვაჭრობას, ტრანსპორტსა და კომუნიკაციებს. ახლა კი მინდა მოკლედ ჩამოვაყალიბო თუ რას გულისხმობს ცენტრალიზაცია:
1) ეროვნულ ერთობას: ცენტრალური მთავრობა განსაზღვრავს არა მხოლოდ ცალკეული ერთეულების ინტერესებს, არამედ მთელი სახელმწიფოსი.
2) შეთანხმებითობას: ცენტრალურ მთავრობას შეუძლია დაამტკიცოს საყოველთაო კანონები და საზოგადოებრივი სერვისები, ეს ადამიანს ეხმარება ადვილად შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი ქვეყნის მასშტაბით. გეოგრაფიული მობილობა შეიზღუდება თუკი გადასახადები, ასევე სამართლებრივი, საგანმანათლებლო და სოციალური უსაფრთხოების სისტემები განსხავებული იქნება ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.
3) თანასწორობას: დეცენტრალიზაციის ნაკლი ისაა, რომ აიძულებს პერიფერიულ ინსტიტუტებს დამოკიდებულნი იყვნენ ადგილობრივად ან რეგიონულად ხელმისაწვდომ რესურსებზე. მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას შეუძლია გადაანაწილოს რესურსები.
4) კეთილდღეობას: ეკონომიკური განვითარება სწორედ ცენტრალიზაციას უკავშირდება , მხოლოდ მას შეუძლია გამოუშვას ერთიანი ვალუტა, აკონტროლოს გადასახადები და ხარჯები.
ცენტრალიზაციის მასშტაბი შეზღუდულია, რეალურად, დღევანდელი სახელმწიფოები შედგება ათეული ან ასეული მილიონი მოქალაქისგან, რომელთა მართვა მხოლოდ ცენტრიდან უბრალოდ შეუძლებელია. სწორად ეს შეიძლება ჩაითვალოს ცენტრალიზაციის ერთ-ერთ ცუდ მხარეს.
დეცენტრალიზაციის გამამართლებელი ფაქტორებია:
1)თანამონაწილეობა: ადგილობრივი მთავრობა უფრო ეფექტურია, ვიდრე ცენტრალური. მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება უფრო მეტად ჩაერთონ საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში.
2) ხელმისაწვდომობა: პერიფერიული ინსტიტუციები უფრო ,,ახლოს“ არიან ხალხთან და მეტი გულისყურით ეკიდებიან მათ პრობლემებს.
3) ლეგიტიმურობა: ,,ადგილობრივად“ მიღებულ გადაწყვეტილებებს საზოგადოება უფრო ეთანხმება, რაც მის ლეგიტიმურობას განაპირობებს.
4) თავისუფლებას: დეცენტრალიზაცია იცავს თავისუფლებას მთავრობის ძალის დანაწილებით, ქმნის შემოწმებებისა და ბალანსის სისტემას. პერიფერიული ორგანოები ამოწმებენ , როგორც ცენტრალურ მთავრობას , ისე ერთმანეთს
Commentaires