top of page

წარმომადგენლობითი–დამრაზმავი და კონსტიტუციური–რევოლუციური პარტიები

  • Writer: შოთა იასაშვილი
    შოთა იასაშვილი
  • Jan 4, 2018
  • 1 min read

ზიგმუნდ ნოიმანმა პარტიები სხვა ნიშნითაც დაყო და ერთმანეთისგან გამიჯნა ე.წ „ წარმომადგენლობით“ და „დამრაზმავი“ პარტიები. პირველი ტიპი ის პარტიებია, რომლებიც მთავარ მიზნად არჩევნებში მიღებული ხმების დაცვას ისახავენ; შესაბამისად , არა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, არამედ ასახვას ცდილობენ. ამ თვალსაზრისით , წარმომადგენლობითი პარტიებიც „განურჩევლად შეკრების“ სტრატეგიას ირჩევენ - პრინციპზე მაღლა პრაგმატიზმს, ხოლო ხალხის მობილიზებაზე წინ -საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევას აყენებენ.

დამრაზმავი პარტიები - პირიქით- პოლიტიკურ სტრატეგიად არა საზოგადოების განწყობაზე პასუხს, არამედ ამ განწყობის შექმნას ირჩევენ. მათ სურთ დარაზმონ, გაათვითცნობიერონ და აღაგზნონ მასები და არა - უბრალოდ გამოეპასუხონ მათ მოთხოვნებს.

არსებობს კიდევ ერთი ტიპის დაყოფა - კონსტიტუციურ და რევოლუციურ პარტიებს შორის. კონსტიტუციური პარტიები აღიარებენ სხვა პარტიათა უფლებებსა და პრეტენზიებს და შესაბამისად დადგენილი წესებისა თუ შეზღუდვების ფარგლებში მოქმედებენ. ისინი ცნობენ და პატივს სცემენ საარჩევნო კონკურენციის პირობებს. ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებში ყველა ძირითადი პარტია სწორედ ამგვარი, კონსტიტუციური ხასიათისაა.

თავის მხრივ რევოლუციური პარტიები სისტემასა და კონსტიტუციას დაპირისპირებული ორგანიზაციებია, როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე ყაიდისა. ისინი ხელისუფელებაში მოსასვლელად არც დაუმორჩილებლობასა და სახალხო აჯანყებას ერიდებიან და არც ისეთ, ვითომ კანონიერ საშუალებებს, რასაც თავის დროზე ნაცისტებმა და ფაშისტებმა მიმართეს. ზოგჯერ ამგვარი პარტიები მათი ექსტრემისტული თუ ანტიდემოკრატიული ბუნების გამო, კანონითაც კი იკრძალება. არადა, როცა ისინი ძალაუფლებას იგდებენ ხელში, აუცილებლად ერთმმართველ პარტიებად ყალიბდებიან და ფაქტიურად, სახელმწიფო მანქანასთან აიგივებენ თავს. რა დროსაც არ უნდა მოვიდეს სათავეში ერთპარტიული სისტემა, ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის მაინც იშლება და მმართველი პარტია, სინამდვილეში , ნებისმიერი სახელისუფლებლო ბერკეტის მფლობელი ხდება.


Recent Posts

See All
საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი...

 
 
 

Comments


© 2015 იურიდიული მოსმახურების სახლი.გიორგი იასაშვილი,იურისტი,ადვოკატი,iuristi,advokati,giorgi aisashvili,გიორგი იასაშვილი,იურიდიული დახმარება,იურიდიული მომსახურების სახლი,giorgi iasashvili

 

   გამოგვყევი :

©
  • w-facebook
bottom of page