top of page

დასავლური პოლიარქიები

  • Writer: შოთა იასაშვილი
    შოთა იასაშვილი
  • Jan 4, 2018
  • 1 min read

პოლიარქია სიტყვა-სიტყვით ბევრის მართველობას ნიშნავს. პოლიარქია, როგორც წესი თანამედროვე წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტებთან და პოლიტიკურ პროცესებთანაა დაკავშირებული, როგორც რეჟიმის ერთ-ერთ სახეობა, პოლიარქია უთუოდ განსხვავდება ყველა არადემოკრატიული და არასაკმარისად დემოკრატიული სისტემებისაგან, რომლებიც სახელმწიფოს მმართველობაში პირდაპირი მონაწილეობის კლასიკურ, ანუ ე.წ ათენურ მოდელს ეფუძნებიან. პოლიარქიას შეუძლია ,,ნედლი“ ან ,,უმწიფარი“ დემოკრატიის ანალოგის ვუწოდოთ, რამდენადაც ხელისუფლებანი მეტ-ნაკლებად მაინც იმ ინსტიტუტების მეშვეობით მართავენ ქვეყანას, რომლებიც ხელისუფლების ამომრჩეველთა ინტერსებისა და სურვილების გათვალისწინებას აიძულებენ. პოლიარქიის ძირთადი თვისებებია:

· ხელისუფლებას არჩეული თანამდებობის პირნი წარმოადგენენ.

· არჩევნები სამართლიანია და თავისუფალი

· პრაქტიკულად ყველა სრულწლოვანს შეუძლია ხმის მიცემა

· საკუთარი კანდიდატურის წამოყენება არანაირად არ იზღუდება

· თავისუფალი აზრის გამოხატვა პრობლემას არ წარმოადგენს, ყველას აქვს კრიტიკისა და პროტესტის გამოხატვის უფლება

· მოქალაქეებს ხელი მიუწვდებათ ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროებზე

· სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი თუ ასოციაცია, ძირითადად, დამოუკიდებელნი არიან ხელისუფლებისგან.

დასავლური პოლიარქიები თითქმის იგივეა, რაც ,ლიბერალური დემოკრატია“ ან უბრალოდ ,,დემოკრატია“. ეს ის სისტემებია რომელთა თავდაპირველ არეალს ჩრდილო ამერიკა , დასავლეთ ევროპა და ავსტრია-ოკეანია წარმოადგენდნენ.

ტერმინ .,ლიბერალურ დემოკრატიას“ ტერმინ ,,პოლიარქიას“ არჩევენ , რასაც ორი მიზეზი აქვს:

1) ლიბერალური დემოკრატია უფრო პოლიტიკური იდეალის შემცველი ცნებაა.

2) როდესაც ვამბობთ ,,პოლიარქია“, ვგულისხმობთ რომ მთლიანობაში, მსგავსი სისტემა ბოლომდე ვერ პასუხობს დასახულ იდეალს.

ცნება ,,პოლიარქია“ დალმა და ლინდბლომმა დაამკვიდრეს, მათი თვალსაზრით პოლიარქიული რეჟიმები ორი ძირითადი ნიშან-თვისების ამა თუ იმ კომბინაციით გამოირჩეოდა:

1) მათში მიღწეულია ოპოზიციისადმი ტოლერანტობის შედარებით მაღალი დონე.

2) მეორე თვისებაა ისაა, რომ პოლიაქრიები საზოგადოებას პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.

Recent Posts

See All
საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი...

 
 
 

Comments


© 2015 იურიდიული მოსმახურების სახლი.გიორგი იასაშვილი,იურისტი,ადვოკატი,iuristi,advokati,giorgi aisashvili,გიორგი იასაშვილი,იურიდიული დახმარება,იურიდიული მომსახურების სახლი,giorgi iasashvili

 

   გამოგვყევი :

©
  • w-facebook
bottom of page