top of page

დემოკრატიის ელიტისტური ხედვა

  • Writer: შოთა იასაშვილი
    შოთა იასაშვილი
  • Jan 4, 2018
  • 1 min read

ელინისტები მხარს უჭერენ პოლიტიკური ძალაუფლების პრივილეგირებული უმცირესობის ხელში გადასვლას.

ჰერეტო მართვისათვის საჭირო ორ ფსიქოლოგიურ ტიპს გამოყოფდა:

1) მელიებს ( ვინც ეშმაკობით ცდილობს ხალხის მოთაფვლას)

2) ლომებს ( ვინც იძულებითა და ძალადობით ამყარებს საკუთარ ბატონობას)

თავდაპირველად ცნება ,,ელიტა“ უმაღლესის , საუკეთესოს , ჩინებულის მნიშვნელობით იხმარებოდა. თუმცა, სხვა გაგებით, ,,ელიტა“ იმ უმცირესობას აღნიშნავს , რომლის ხელში ძალაუფლება, პრივილეგიები და სიმდიდრე დამსახურებულად ან დაუმსახურებლადაა მოქცეული ; ხოლო ელიტიზმი ელიტის მმართველობის სურვილს ან მის პრაქტიკულ განხორციელებას ნიშნავს. ნორმატიული ელიტიზმის თანახმად, ელიტის მმართველობა დადებითი მოვლენაა : პოლიტიკური ძალაუფლება ხომ გონიერი და ნასწავლი უმცირესობის ხელშია თავმოყრილი.

კლასიკური ელიტიზმი კი ემპირიულ გამოცდილებაზე აცხადებდა პრეტენზიას და ელიტის მმართველობას გარდაუვალ მოვლენად სოციალური არსებობის მუდმივ ფაქტორად განიხილავდა. თანამედროვე ელიტიზმმა ასევე ვერ აუარა გვერდი ემპერიულ ანალიზს, თუმცა ის უფრო კრიტიკულია და ელიტარულ მმართველობაში უთანაბრობის გამოვლინებასაც ამჩნევს.

თანამედროვე ელიტიზმის წარმომადგენლები, ელიტიზმის მნიშვნელობის ხაზგასმით, არა მარტო მის ახსნას, არამედ მისი ნაკლოვანებების გამომზეურებასაც ისახავდნენ მიზნად.

Recent Posts

See All
საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი...

 
 
 

Comentários


© 2015 იურიდიული მოსმახურების სახლი.გიორგი იასაშვილი,იურისტი,ადვოკატი,iuristi,advokati,giorgi aisashvili,გიორგი იასაშვილი,იურიდიული დახმარება,იურიდიული მომსახურების სახლი,giorgi iasashvili

 

   გამოგვყევი :

©
  • w-facebook
bottom of page