იდეალიზმი
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 1 min read
იდეალიზმი საერთაშორისო პოლიტიკის მორალური ღირებულებებისა და კანონთა ნორმების ფარგლებში განიხილავს - ეს მისი მთავარი მახასიათებელია. იდეალიზმი მეტ ყურადღებას ნორმატიულ ანალიზებს უთმობს , ვიდრე ემპირიულს.
თომა აქვინელი შეეცადა ,,სამართლიანი ომის“ იდეა განეხილა და იმჟამინდელ მონარქთა საერთაშორისო ურთიერთობანი მორალურ კონტექსტში გაეანალიზებინა, თომა აქვინელი ომის 3 აუცილებელი პირობით ამართლებდა:
1) ომის გამოცხადება უნდა შესძლებოდა მხოლოდ უფლებამოსილების მქონე მონარქს
2) ბრძოლის მიზეზი უნდა ყოფილიყო სამართლიანი , რაშიც ბოროტებასთან დაპირისპირება იგულისხმებოდა
3) საომარი მდგომარეობის გამოცხადება ერთადერთი მიზანი უნდა ჰქონოდა - სიკეთის დათესვა ან ბოროტების განდევნა და არავითარ შემთხვევაში სიხარბე თუ სისასტიკე.
იმანუელ კანტმა თავის მხრივ, მსოფლიო მთავრობის ადრეული ხედვა ჩამოაყალიბა. იმანუელ კანტის აზრით ზნეობითა და საღი აზრით ომს თავისთავად დაუშვებლად ვცნობდით.
Comments