ისლამური რეჟიმები
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 1 min read
ისლამი , როგორც პოლიტიკური ძალის აღმავლობამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჩრდილო აფრიკის, აზიის ნაწილისა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ არეალზე. ისლამი არაა და არც არასოდეს ყოფილა მხოლოდ რელიგია. ის უფრო ცხოვრების წესისა, რომელიც როგორც ადამიანების, ისე სახელმწიფოები ეთიკური , პოლიტიკური და ეკონომიკური ქცევის ნორმებს განსაზღვრავს. ,, ისლამის გზა“ მუჰამედ მოციქულის მოძღვრებას ეფუძნება, რომელიც ყურანშია მოცემული. ისლამი მეორე საფუძველი კი ,,სუნაა“ ანუ ,,გატკეპნილი ბილიკი“. პოლიტიკური ისლამი იმგვარი თეოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, სადაც პოლიტიკური თუ სხვა ნებისმიერი საკითხი უზენაესი რელიგიური პრინციპების შესაბამისად იქნებოდა დარეგულირებული..
ისლამის ფუნდამენტალისტური განხრა, ჩვეულებრივ, ირანთან ასოცირდება. სიკვდილამდე აიათოლა ჰომეინი სათავეში ედგა კლერიკალური მმართველობის ინსტიტუციონალურ სისტემას- თხუთმეტი სასულიერო პირისაგან შემდგარ „ ისლამური რევოლუციის საბჭოს“. შარიათის სამართალი აქ დღემდე რჩება გაბატონებულ სამართლებრივ და მორალურ კოდექსად.
Comments