კაპიტალიზმი
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 2 min read
სამყაროს მარქსისტული აღქმა სახელმწიფოს პლურალისტური იმიჯის აშკარა ალტერნატივას წარმოადგენს, სადაც სახელმწიფო ნეიტრალური არბიტრის ანუ მედიატორის როლში გვევლინება. მარქსისტები, როგორც წესი ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს აღქმა საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურისგან დამოუკიდებლად შეუძლებელია. აღნიშნული მოსაზრება მომდინარეობს კლასიკური განსაზღვრებიდან, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა კლასობრივი ჩაგვრის ინსტრუმენტი: სახელმწიფო აღმოცენდა კლასობრივი სისტემიდან და გარკვეულწილად, მის ინტერესებს წარმოადგენს. ბოლო წლებში მარქსისტულ თეორიასთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა საკმაოდ გაცხოველებულ დებატებს, რამაც სახელმწიფოს მარქსისტური თეორია საკმაოდ დააშორა ამგვარ კლასიკურ ფორმულირებას. ეს განპირობებული იყო, გარკვეულწილად, იმ ბუნდოვანებითაც, რაც მარქსის ნაშრომებში იყო.
არსებობს მრავალი კაპიტალიზმის ვარიანტი , რომელიც განსხვავდება ქვეყნებსა და რეგიონებით. ისინი განსხვავდებიან ინსტრუმენტალური სახით თავიანთ ეკონომიკურ დარგში. საერთო თვისება ყველა განსხვავებული კაპიტალიზმის ფორმებს შორის არის ის რომ ისინი ეფუძნებიან სიკეეთებსა და სერვისებზე მოგებისთვის, ისინი არის სტრუქტურილებრულნი კაპიტალის დაგროვებაზე. მთავარი კაპიტალისტური ფორმებია: მერკანტილიზმი, თავისუფალი მარკეტის კაპიტალიზმი, სოციალური მარკეტის ეკონომიკა.

კაპიტალიზმი ერთ-ერთი სოციალური სისტემაა, მაგრამ საიდან მოვიდა ის? 14 საუკუნიდან , თანამედროვე კაპიტალიზმი სწრაფად იზრდებოდა . ზოგიერთი იტყოდა, რომ იგი გახდა გლობალური ეკონომიკის ფარგლებში აუცილებელი კონკურენტუნარიანი ინსტრუმენტი და ხაზს გასმევდა მის წარმატებას, როგორც პროდუქტიულ და ინოვაციური სისტემას. ზოგიერთი კი იტყოდა რომ კაპიტალიზმის საბოლოო შედეგი იწვევს კლასობრივ უთანასწორობას, მუშათა ექსპლოატაციასა და შეზღუდულ თავისუფლებას. შეიძლება ორივე ეს მოსაზრება მართალი იყოს, მაგრამ რა არის ზუსტად კაპიტალიზმი? მარტივად, კაპიტალიზმი არის სოციალური და ეკონომიკური სისტემა, სადაც წარმოების საშუალებები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვაჭრობა კერძო საკუთრებაა. ეს არ არის კაპიტალიზმის აღწერის საბოლოო ვარიანტი, მაგრამ ეს ასახავს მის პრინციპებს, თუ როგორ ეწინააღმდეგება ის სხვა სისტემებს როგორიცაა სოციალიზმი, კომუნიზმი, ფაშიზმი და სხვა. ზოგადად, საზოგადოებები განსხვავებული სისტემების ნარევები არიან, და საკმაოდ ბევრი ქვეყანა არის ,,ნარევი“. ასე რომ რატომ არის კაპიტალიზმი ასე გავრცელებული? კაპიტალიზმი წარმოიშვა მოშლილი შუა საუკუნეების ფეოდალიზმიდან. წარმოიდგინეთ ფეოდალიზმი, როგორც ბევრი პატარა დიქტატურა. ბატონები ფლობდნენ მიწებს და დააწესებდნენ წესებს. ყმები, იცხოვრებდნენ იმ მიწაზე ბატონის მიერ დაცულობის სანაცვლოდ. მაგრამ რადგან თითოეული სისტემა თვითმართველობას შეიცავდა, არც ბატონსა და არც ყმას არ ჰქონდათ წახალისება უფრო მეტი ემუშავათ ვიდრე წესით უნდა ემუშავათ. ყმამ ვერასოდეს გადაასწრებდა ბატონს და ყველა არსებითად იყო შექმნილი სიცოცხლისთვის. მოკლედ, ფეოდალიზმი გულისხმობდა რომ არ არსებობდა ფინანსური შეჯიბრებითობა. და კონკურენციის გარეშე, არ არსებობდა მიზეზი რომ განვითარეულიყოტექნოლიგია ან სხვა დარგი. ასე რომ როდესაც ყმები დაიღალნენ ყმობით და აჯანყდნენ , ამან შექმნა ახალი კლასი ფერმერებისა რომლებიც ერთმანეთს უწევდნენ კონკურენციას მოსავლის გაყიდვაში. და ეს იყო თანამედროვე კაპიტალისტური მარკეტის დაბადება, და ტერმინისა ,, ყოვლისშემძლე დოლარი“ რომელიც ყველას აძლევდა შესაძლებლობას გამხდარიყო ბატონი თუ ისინი კონკურენტუნარიანი იქნებოდნენ ბაზარზე. თავის მხრივ, ბატონები მუშახელს გადაუხდიდა ფულს , ასე ტრანსფორმირდა კოლექტივი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სისტემად . სოციალ-ეკონომიკურ სისტემაში შესვლის შემდეგ, კაპიტალიზმი სწრაფად გავრცელდა და გახდა თითქმის ყველა ქვეყნის სისტემა. მატერიალურად ღარიბი ქვეყნებიც კი ცდილობენ დაამყარონ კაპიტალიზმი.
Comments