top of page

კლასიკური დემოკრატია

  • Writer: შოთა იასაშვილი
    შოთა იასაშვილი
  • Jan 4, 2018
  • 1 min read

დემოკრატიის კლასიკური მოდელი ძველბერძნული პოლისია, ანუ „ქალაქი-სახელმწიფო“. ათენის გარდა არსებობდა სხვა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფებიც მაგრამ მათგან ყველაზე გამოჩენილი და ძლიერი ათენი იყო. პირდაპირი დემოკრატია ათენში განვითარდა ძვ.წ.აღ 800-500 წელს. ათენელებს ეამაყებოდათ პირდაპირი დემოკრატია რომელიც მუშაობდა მათ ქალაქ- სახელმწიფოში.

ათენურმა კლასიკური დემოკრატიამ მიიღო მასიური შეხვედრების სახე. ათენელები პერიოდულად იკრიბებოდნენ რათა განეხილათ იმჟამინდელი პოლიტიკური მდგომარეობდა და მიეღოთ გადაწყვეტილებები. ყოველთვის, საჯარო პირებს ირჩევდნენ ათენელები ლატარიით ( გათამაშებით) ან კენჭისყრით. განკარგულება იმგვარად მიიღებოდა , რომ ყველა მოქალაქეს თანაბრად შესძლებოდა ამ გარკვეული ადგილის დაკავება. ოფიციალური პოზიციები მოძრაობდა ყველა მოქალაქის გარშემო და ადგილის დაკავება არ მოითხოვდა სპეციალურ გადამზადებას. მიუხედავად ყველაფერისა, არსებობდა სპეციალური ტრეინინგები სამხედრო გენერლებისთვის.

ძირითადად, ათენურ დემოკრატიას გამოარჩევდა მისი მოქალაქეების პოლიტიკური აქტივობის ხარისხი. ისინი არა მარტო მუდმივად ესწრებოდნენ საერთო კრებას, ყოველი მათგანი მზად იყო, მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობაც ეტვირთა. დემოკრატიის ამგვარი ფორმის კრიტიკოსად თავად პლატონი გვევლინება. პოლიტიკური თანასწორობის იდეას იგი იმ მოსაზრებით უარყოფდა, ადამიანთა დიდი უმრავლესობას მართვისთვის აუცილებელი არც ჭკუა-გონება ეყოფა, არც გამოცდილებაო. პლატონმა ამის გამოსავალი თავის შემოთავაზებულ მეფე-ფილოსოფოსების სისტემაში დაინახა.

ათენურ დემოკრატიას ახასიათებდა, რომ მმართველობაში თანამონაწილეობისათვის მხოლოდ ათენშივე დაბადებული , 20 წლის გადაცილებული მამაკაცები დაიშვებოდნენ, მონებს , ქალებსა და უცხოტომელებს საერთოდ არანაირი პოლიტიკური უფლებები არ გააჩნდათ. ამასთანავე, ათენელ მოქალაქეებს იმიტომაც რჩებოდათ ამდენი დრო პოლიტიკისთვის, რომ მონობის ინსტიტუტი მძიმე ფიზიკური შრომისაგან ათავისუფლებდათ და საოჯახო ცხოვრების მთლიანად ქალებისთვის გადაბარებაც, ბევრ ყოფით საზრუნავს აცილებდათ თავიდან.


Recent Posts

See All
საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი...

 
 
 

Comentários


© 2015 იურიდიული მოსმახურების სახლი.გიორგი იასაშვილი,იურისტი,ადვოკატი,iuristi,advokati,giorgi aisashvili,გიორგი იასაშვილი,იურიდიული დახმარება,იურიდიული მომსახურების სახლი,giorgi iasashvili

 

   გამოგვყევი :

©
  • w-facebook
bottom of page