კონსერვატიზმი
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 2 min read
კონსერვატიზმი (ფრანგ. conservatisme, ლათ. conservo — ვინახავ) — ტრადიციულ ფასეულობეებისადმი, სოციალური და რელიგიური დოქტრინებისადმი ერთგულების მქადაგებელი დოქტრინა. პოლიტიკაში მოძრაობა, რომელიც იცავს სახელმწიფოსა და საზოგადოების წესრიგს, ქადაგებს რადიკალური რეფორმების მიუღებლობას და ექსტრემიზმს. საგარეო პოლიტიკაში ქადაგებს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, სამხედრო ძალის გამოყენებას ზოგ შემთხვევაში, ტრადიციულ მოკავშირეთა მხარდაჭერას და პროტექციონიზმს.
კონსერვატიზმის მთავარი ფასეულობა არის საზოგადოების ტრადიციების, მისი ინსტიტუტების და მრწამსის შენახვა, თუმცა ამით არ ცხადდება უარი საზოგადოების ევოლუციურ განვითარებაზე. კონსერვატიზმის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი არის რევოლუციური ცვლილებების მიუღებლობა.
კონსერვატიზმი ეწინააღმდეგება ლიბერალიზმს, რომელიც ითხოვს ეკონომიკურ რეფორმებს, და სოციალიზმს, რომელიც ითხოვს სოციალურ თანასწორობას. კონსერვატიზმის დამფუძნებელთა შორის არის ასევე იეზუიტი ჟოზეფ დე მესტრი და ავსტრიის კანცლერი კლემანს მეტერნიხი.
ამ მიმდინარეობის წევრთათვის პრიორიტეტული და უცვლელი ღირებულებებია ოჯახი, რელიგია და ტრადიციები. ბერკის ტიპის კლასიკური კონსერვატიზმი ამართლებდა საზოგადოების კლასობრივ დაყოფას, რადგან მიიჩნეოდა რომ რეალურად ადამიანები არ არიან თანასწორნი. ბერკის აზრით, არსებობს მხოლოდ ერთი სახის თანასწორობა, ზნეობრივი. ასევე აღსანიშნავია ის რომ კონსერვატიზმი არამარტო ამართლებს კერძო საკუთრების არსებობას, არამედ მას ინდივიდის თავისუფლების საფუძვლადაც მიიჩნევს. საინტერესოა კონსერვატორების შეხედულება ადამიანზე. მათი აზრით, ადამიანის ბუნების განმსაზღვრელია ზნეობა, ჩვევები, ტრადიციები და მოთხოვნილებები. ამ თვალსაზრისით კონსერვატორების შეხედულება ეწინააღმდეგება განმანათლებლების შეხედულებას, რომელთა აზრითაც, ადამიანის ბუნებას განსაზღვრავს მისი გონება. რადგან დიდი დროის განმავლობაში თანდათანობით ყალიბდება ადამიანთა თანაცხოვრების სახელმწიფოებრივი ფორმა და მათთვის რევოლუციური ცვლილებები დამღუპველი იქნება და სწორედ ამიტომ კონსერვატორები ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ რევოლუციას. კონსერვატიზმიც შეიძლება ჩავთვალოთ იდეოლოგიად, რომლის ძირითადი იდეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია: ტრადიცია, ადამიანის არასრულყოფილება, ორგანული საზოგადოება, იერარქია და ძალაუფლება და ბოლოს საკუთრება. ლიბერალებისაგან განსხვავებით კონსერვატორებს მიაჩნიათ, რომ ძველი ადათ-წესების დაცვა აუცილებელია, მიუხედავად მათი სიძველისა. ისინი ამგვარი შეხედულებით ასახავენ თავის რელიგირ რწმენას. მათი აზრით, თუ სამყარო შექმნა ღმერთმა ესე იგი საზოგადოების ტრადიციული ადათ-წესებიც „ღმერთმა დაადგინა“. კონსერვატორებისთვის ტრადიცია წარსულის აკუმულირებულ სიბრძნეს ასახავს. მათი აზრით, წარსულში ჩამოყალიბებულმა ინსტიტუტებმა და ადათ-წესებმა „დროს გაუძლო“ და აქედან გამომდინარე მათი შენარჩუნება აუცილებელია მომავალი თაობების კეთილდღეობისათვის. ადამიანის სრულყოფილების საკითხს კონსერვატორები უდგებიან როგორც იდელისტურ ოცნებებს. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანის სრულყოფილება შეუძლებელია. კონსერვატორებს მათი შეხედულების სისწორის დასამტკიცებლად მოჰყავთ არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ადამიანი მოიაზრება როგორც ფსიქოლოგიურად შეზღუდული და დამოკიდებული არსება, რომელიც უფრთხის იზოლაციასა და არასტაბილურობას.
კონსერვატორებს სჯერათ, რომ საზოგადოება ბუნებრივად იერარქიულია და რომ მას მყარი და აღიარებული სოციალური გრადაციები განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე მათთვის სოციალური თანასწორობა მიუღებელია
Comentarios