top of page

ლიბერალიზმი

  • Writer: შოთა იასაშვილი
    შოთა იასაშვილი
  • Jan 4, 2018
  • 1 min read

XIX საუკუნის დასაწყისამდე ლიბერალიზმს მწყობრი პოლიტიკური მიმდინარეობის სახე არ მიუღია, ლიბერალიზმის თეორიები და პრინციპები თანდათანობით 300 წლის მანძილზე იკრებდნენ ძალას.

ლიბერალიზმის დამახასიათებელი ნიშნები:

1) ინდივიდუალიზმი - არ შეიძლება ვინმეს ცალკეული პიროვნული ინტერესები სოციალური ჯგუფისა თუ კოლექტივის ინტერესებს შეეწიროს.

2) თავისუფლება - პიროვნული თავისუფლება, ლიბერალიზმის უმთავრეს ღირებულებათაგანია და მას, ზოგჯერ, თვით თანასწორობისა თუ სამართლიანობაზე მაღლაც კი აყენებენ

3) გონი - ლიბერალები ირწმუნებიან სამყარო გონივრულად არის მოწყობილი და მისი შეცნობა მხოლოდ კრიტიკული აზროვნებით, საღი განსჯითა შესაძლებელიო

4) თანასწორობა - ლიბერალებისთვის ყველა ადამიანი თანასწორი იბადება, მაგრამ რადგან ადამიანები განსხვავდებიან ნიჭით და შრომის მოყვარეობითაც ლიბერალებისთვის მიუღებელია თანაბარი ანაზღაურების იდეა.

5) შემწყნარებლობა : ლიბერალებს სწამთ , რომ შემწყნარებლობა პიროვნების თავისუფლების გარანტიაა და საზოგადოების მრავალფეროვნების პირობაც.

ლიბერალებისთვის არ არსებობს ე.წ ,,მოუგვარებელი კონფლიქტები“

6) შეთანხმება - ლიბერალური თვალსაზრისით პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ურთიერთობები მუდამ მოლაპარაკებებს და შეთახმების სურვილს უნდა ეყრდნობოდეს

7) კონსტიტუციონალიზმი : მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური იდეოლოგიისათვის ხელისუფლება მუდამ საზოგადოებრივი წესრიგისა და სტაბილურობის უმთავრეს გარანტად რჩება , მაინც სულ იმის შიშში არიან - პიროვნებისათვის ხელისუფლება ტირანიად არ იქცესო.

Recent Posts

See All
საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი...

 
 
 

Comments


© 2015 იურიდიული მოსმახურების სახლი.გიორგი იასაშვილი,იურისტი,ადვოკატი,iuristi,advokati,giorgi aisashvili,გიორგი იასაშვილი,იურიდიული დახმარება,იურიდიული მომსახურების სახლი,giorgi iasashvili

 

   გამოგვყევი :

©
  • w-facebook
bottom of page