მრავალპარტიული და წამყვან პარტიათა სისტემა
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 1 min read
წამყვან პარტიათა სისტემები კონკურენტულია, რადგან აქ პერიოდულ სახალხო არჩევნებში ძალაუფლებისთვის რამდენიმე პარტია იბრძვის. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ყოველთვის გამოირჩევა ერთი უძლიერესი, რომელიც, საბოლოო ჯამში ხანგრძლივად ინარჩუნებს ხელისუფლებას. საკამათოა ისიც , თუ ხელისუფლებაში ყოფნის რა ხანგრძლივობა ნიშნავს პარტიის „წამყვან“ როლს. ამ სისტემისთვის დამახასიათებელია პარტიული კონკურენციიდან აქცენტის გადანაცვლება შიდაფრაქციულ დაპირისპირებაზე, თავად წამყვანი პარტიის რიგებში.
ნებისმიერ კონკურენტულ პარტიულ სისტემას ჰყავს თავისი გულმხურვალე მხარდამჭერები თუ არა , დამცველები მაინც, მაგრამ რაც შეეხება „წამყვანი პარტიის“ სისტემას, მას ყველა ალმაცერად უყურებს. ჯერ ერთი იმიტომ , რომ მას სახელმწიფოსა და ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტიის გაიგივება ახასიათებს, რითაც მნიშნველოვანი კონსტიტუციური გარანტიები ილახება. ასევე წამყვან პარტიათა სისტემაში ოპოზიცია მუდამ სუსტია და არაეფექტური , რადგან შეიძლება თავს ნება მისცეს და ყურადღება არ მოაქციოს კრიტიკას, თუკი ამით მომავალ არჩევნებში არაფერი ემუქრება.
მრავალპარტიულ სისტემებს ორზე მეტი პარტიის კონკურენცია ახასიათებს, რაც ამცირებს ერთპარტიული მმართველობის შესაძლებლობას და კოალიციათა შექმნის ალბათობას ზრდის. ამგვარი სისტემის ძლიერი მხარე იმთავითვე ნაგულისხმები „კონტროლისა და დაბალანსების“ მექანიზმები და „კამათის, მოლაპარაკების და შეთანხმების“ პრინციპის უპირატესობის აღიარებაა. აე მაგალითად, შეგონება/დარწმუნების პოლიტიკა და იდეოლოგიური რადიკალიზმი, რაც ტეტჩერიზმს ახასიათებდა, სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა მრავალპარტიულ სისტემაში. ქვეყანაში მ.ს-ის არსებობა სამართლიანად მიიჩნევა დემოკრატიის, პოლიტიკური პლურალიზმის გამოხატულებად, რისი მაგალითიცაა პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
Comments