top of page
  • Writer's pictureშოთა იასაშვილი

ფედერალიზმის მიზეზები და დამახასიათებელი ნიშნები

სიტყვა ფედერაცია ლათინური სიტყვიდან ,,fedus” მომდინარეობს და ქართულად კავშირს ნიშნავს. ფედერაციული სახელმწიფო რთული , სამოკავშირეო სახელმწიფოა, რომელშიც გაერთანებული რიგი სახელმწიფოები ან სახელმწიფოს მსგავსი წარმონაქმნები.

დღეს მსოფლიოს მოსახლეობის მესამედზე მეტი ისეთ სახელმწიფოებში ცხოვრობს, სადაც ამა თუ იმ ტიპის ფედერალური მოწყობაა. ამ სახელმწიფოთა შორისაა აშშ, ბრაზილია, ნიგერია, კანადა და სხვ. უნდა ითქვას, რომ არ არსებობს ორი სრულიად ერთნაირი ფედერალური მოწყობის მოდელი, ოღონდ ყოველი მათგანის უმთავრესი ნიშან-თვისება მაინც ცენტრალურ და პერიფერიულ ინსტიტუციებს შრის ხელისუფლების განაწილებაა.

ძლიერი ეროვნული ხელისუფლების საკითხისადმი ყოფილი კოლონების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ნათლად გამოჩნდა 1797 წლის ფილადელფიის საკონსტიტუციო კრებაზე, სადაც დიდი დავა-კამათი გაიმართა შემოთავაზებული კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით, რატიფიცირების მომხრე, ეროვნულ პოზიციას ,,ფედერალისტი“ გამოხატავდა. რამდენიმე ავტორის აზრით ძლიერი ცენტრალიზებული მმართველობის შემოღება, ოღონდ, ამავე დროს, ყოველი შტატისა და კერძო პიროვნების თავისუფლებათა განუხრელი დაცვა იყო აუცილებელი. რატიფიკაცია საბოლოოდ 1789 წელს იქნა მიღწეული, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხსენებული პრინციპები უფლებათა დეკლარაციის და, განსაკუთრებით, მისი მეათე შესწორების მიღებით იქნა უზრუნველყოფილი. ამ დოკუმენტების თანახმად ,, ყველა უფლებამოსილება , რაც კი ფედერალური ხელისუფლებისათვის არ იქნებოდა გადაცემული, შტატებისა და ხალხის ხელთ რჩებოდა სწორედ ამან დაუდო კონსტიტუციური საფუძველი ამერიკულ ფედერალიზმს.

ფედერაციათა შექმნის სურვილის გამაძლიერებელი მეორე ფაქტორია საგარეო საფრთხის არსებობა, ანდა საერთაშორისო ურთიერთობებში უფრო აქტიურად ჩართვის მოთხოვნილება.

ხოლო მესამე ფაქტორი, ქვეყნის გეოგრაფიული მასშტაბებია. შემთხვევითი არაა, რომ ტერიტორიულად მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოები სწორედ ფედერალურ სისტემებს ანიჭებენ უპირატესობას. გეოგრაფიულად დიდ ქვეყნებს კულტურული მრავალფეროვნება და ძლიერი ადგილობრივი ტრადიციები ახასიათებს, რაც თავისთავად აჩენს დეცენტრალიზაციის და ძალაუფლების გადანაწილების აუცილებლობას.

ფედერალიზმის ბოლო წამახალისებელი ფაქტორი კი - კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნებაა. მოკლედ თუ ვიტყვით, ფედერალიზმი ხშირად საზოგადოებრივ დაყოფასა და სხვადასხვაგვარობაზე გაცემული ინსტიტუციური პასუხია.

ფედერალიზმის ნიშნები:

ყოველი ფედერალური სისტემა განსხვავდება ერთმანეთისაგან, რადგან ურთიერთობებს ფედერალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა შორის , არა მარტო კონსტიტუციური ნორმები, არამედ უამრავი პოლიტიკური, ისტორიული, გეოგრაფიული, კულტურული და სოციალური გარემოება განსაზღვრავს.

ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფედერალური მოწყობის მოდელები ე.წ ამერიკული ტიპის საპრეზიდენტო სისტემებსა და საპარლამენტო სისტემებში და მაინც, გარკვეული ნიშან-თვისებანი ყველასათვის თუ არა, ფედერალური სისტემების უმრაველობისატვის მაინც საერთოა:

· მმართველობის ორი, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი დონე: როგორც ცენტრალური, ისე რეგიონალურ ხელისუფლებას თავ-თავისი პასუხისმგებლობების განმსაზღვრელი სფერო მოეპოვება და არცერთ მათგანს არ აქვს მეორეში ,,შეჭრის“ უფლება.

· დაწერილი კონსტიტუცია: სახელმწიფო მმართებლობის ორივე დონის უფლება-მოვალეობები კოდიფიცირებული ანუ დაწერილი კონსტიტუციითა დადგენილი. შესაბამისად, ურთიერთობა ცენტრსა და პერიფერიას შორის, იმთავითვე კანონიერ ჩარჩოებშია მოქცეული.

· საკონსტიტუციო სასამართლო: ფედერალურ სისტემებში ორივე დონის (ცენტრალური და ადგილობრივი) უფლებამოსილებათა მკაფიოდ განმსაზღვრელ სასამართლოს შეუძლია განაპირობოს ფედერალიზმის პრინციპების რეალური ქმედითუნარიანობა და აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში.

· დამაკავშირებელი ინსტიტუტები: ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა თანამშრობლობის და ურთიერთგაგების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისას რეგიონებსა და პროვინციებსაც უთუოდ უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება.


138 views0 comments

Recent Posts

See All

პრემიერ–მინისტრი (აღმასრულებელი ხელისუფლება)

პრემიერ-მინისტრი ( იგივე კანცლერი- გერმანიაში; პირველი მინისტრი - ნიდერლანდებში) მთავრობის თავია, რომელსაც ეს თანამდებობა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით მოსული პარტიის, ან პარტიათა კოალიციის ლიდე

პრეზიდენტი (აღმასრულებელი ხელისუფლება)

პრეზიდენტი სახელმწიფოს ფორმალური, კანონიერი მეთაურია, ისევე როგორც მეფე თუ იმპერატორი სხვა ტიპის მმართველობებში. თუმცა, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ კონსტიტუციური და აღმასრულებელი პრეზიდენტები. კონ

საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი შეიძლება გადაწყვეტილებების „სამჭედლოდ“ მოვიხსენიოთ., როგორც ამერიკის პ

bottom of page