პოლიტიკა როგორც მართვის ხელოვნება
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 1 min read
„პოლიტიკა არ არის მეცნიერება... ის ხელოვნებაა“, თქვა კანცლერმა ბისმარკმა, სავარაუდოდ, გერმანიის რაიხსთაგის წინაშე. ხელოვნება, რომელსაც ბისმარკი გულისხმობდა, წარმოადგენდა მთავრობის ოსტატობას, კონტროლი მოეხდინა საზოგადოების ფარგლებში კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების გზით. შეიძლება ეს არის პოლიტიკის კლასიკური დეფინიცია, რომელიც განვითარდა ამ ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობიდან ანტიკურ საბერძნეთში.
სიტყვა „პოლიტიკა“ მომდინარეობს პოლის(1)-დან, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს ქალაქ-სახელმწიფოს. ანტიკური საბერძნეთი დაყოფილი იყო დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებად, თითოეულ მათგანს საკუთარი მმართველობის სისტემა ჰქონდა.
ამ ქალაქ-სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდი და გავლენიანი ათენი იყო, რომელსაც ხშირად უწოდებდნენ დემოკრატიული მთავრობის აკვანს. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკა შეგვიძლია გავიგოთ პოლის-ს საქმეებთან დაკავშირებული „რაც პოლის-ს ეხება“. ამიტომ ამ დეფინიციის თანამედროვე ფორმაა „რაც შეეხება სახელმწიფოს“. წარმოდგენა პოლიტიკაზე აშკარად ნათელია ტერმინის ყოველდღიურ გამოყენებაში: ადამიანებზე ამბობენ, რომ ისინი „პოლიტიკაში“ არიან, როდესაც მათ უკავიათ მმართველი პოსტები, ან ამბობენ, რომ „შედიან პოლიტიკაში“, როდესაც ისინი მიილტვიან მისკენ. ეს აგრეთვე წარმოადგენს დეფინიციას, რომლის სამუდამოდ დაწესებას აკადემიურმა პოლიტიკურმა მეცნიერებამ შეუწყო ხელი.
მართვა მთავრობაზე უფრო ფართო მცნებაა. თუმცა მას ჯერ არა აქვს დამკვიდრებული ან შეთანხმებული დეფინიცია. ის, მისი ყველაზე ფართო თვალსაზრისით, შეეხება სხვადასხვა გზებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება სოციალური ცხოვრების კოორდინირება. ამიტომ მთავრობა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც მართვაში ჩართული ერთ-ერთი ინსტიტუცია. შესაძლებელია არსებობდეს „მართვა მთავრობის გარეშე“ (როდესი, 1996). მართვის ძირითადი მეთოდებია ბაზრები, იერარქიები და ქსელები. ტერმინის უფრო ფართო გამოყენება ასახავს სახელმწიფო/საზოგადოების განსხვავებაში საზღვრის წაშლას, რაც გამომდინარეობს ცვლილებებიდან, როგორიცაა: საზოგადოებრივი მმართველობის ახალი ფორმების განვითარება, საჯარო-კერძო პარტნიორობის ზრდა, პოლიტიკური ქსელების მზარდი მნიშვნელობა და სუპრანაციონალური და სუბნაციონალური ორგანიზაციების დიდი გავლენა („მრავალშრიანი მართვა“).
Comments