პოლიტიკური წარმომადგენლობის მინდობილობითი და იგივეობრივი მოდელი
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 1 min read
მინდობილობა, როგორც წესი, იმ პიროვნებას გადაეცემა ხოლმე, ვინც სხვის საკუთრებასა თუ საქმეებზე პასუხისმგებლობა უდნა იკისროს და გადაიბაროს. წარმომადგენლობის, როგორც მინდობილობის გადაცემის კლასიკური განმარტება უდმუნდ ბერკის სიტყვამ შემოგვინახა, რომელიც მან ბროსტოლის ამომრჩეველთა წინაშე წარმოთქვა.
ბერკისათვის, წარმომადგენლობის არსი ნდობის გამომცხადებელთა სამსახურში მდგომარეობდა - ნათელი გონებითა და მტკიცე რწმენით მოქმედებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, წარმომადგენლობა ზნეობრივი ვალდებულებაა. ანუ , ვისაც გონება უჭრის და ბედმა გაუღიმა - შესაბამისი განათლებაც მიიღო - საკუთარი მდგომარეობა სწორედაც რომ ბედისგან დაჩაგრულთა ინტერესების დასაცავადაც უნდა გამოიყენოს. ამ ხედვას აშკარად ელიტარისტული აზროვნების ელფერი დაკრავს: იგულისმხება რომ არჩეულთა უკეთესად ესმით, რა სურს, რა სჭირდება ხალხს, ვიდრე თავად ამომრჩევლებს. იგივე აზრზე იდგა ჯ.ს მილი , რომლის აზრით ყველა პიროვნებას კი ჰქონდა უფლება ყოფილიყო წარდგენილი , ოღონდ ყველა პოლიტიკური მოსაზრება თანაბრად ფასეული ვერ იქნებოდა ; შესაბამისად მან „არათანაბარი ხმის წესის“ იდეა წამოაყენა: როცა 4-5 ხმა განათლებულ , დიპლომიან ამომრჩეველს, 2-3 - ოსტატებსა და მაღალი კვალიფიკაციის ხელოსნებს და მხოლოდ ერთი - რიგით მუშებს მიეკუთვნებოდა.
იგივეობრივი მოდელისათვის უმთავრესი ის კი არა, რა ნიშნით აირჩევიან წარმომადგენლები, არამედ - რამდენად იგივდებიან ისინი საკუთარ ამომრჩეველთან. ამ გაგებით, წარმომადგენლობით ხელისუფლება მთლიანი საზოგადოების შემცირებული ასლია - მასში შემავალი ყოველი ჯგუფისა და სეგმენტის წევრებს აერთიანებს კლასობრივი, სქესობრივი, რელიგიური , ეთნიკური , ასაკობრივი ცენზის მიუხედავად.
იგივეობრივი მოდელის არსი იმაში მდგომარეობს, რომ წარმომადგენელი უთოდ თავის „წარმდგენს“ უნდა ჰგავდეს, მაგრამ ამასაც თავისი სირთულეები ახლავს: ასე გამოდის, მხოლოდ ფერადკანიანს შეუძლია ფერადკანიანის ინტერესები დაიცვას, ქალმა- ქალისა, მუშამ - მუშის და ა.შ. მაშინ ვიღა დაიცავს საზოგადოებრივ ინტერესებს?
Comments