top of page

პოლიტიკური კულტურა (სამოქალაქო კულტურა თუ იდეოლოგიური წნეხი)

  • Writer: შოთა იასაშვილი
    შოთა იასაშვილი
  • Jan 4, 2018
  • 1 min read

ფართო გაგებით, კულტურა ადამიანთა ცხოვრების წესია. პოლიტოლოგები კულტურის ცნება იყენებენ ადამიანთა ფსიქოლოგიური ორიენტაციის აღსანიშნავად, ხოლო პოლიტიკურ კულტურას გარკვეული შეხედულებებით, სიმბოლოებითა და ღირებულებებით გამოხატულ დამოუკიდებულებად მიიჩნევენ პარტიების, ხელისუფლებებისა თუ კონსტიტუციების მიმართ. პოლიტიკურ კულტურას აყალიბებს ძირძველი ფასეულობები და არა იმწამიერი რეაქცია კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენებსა თუ პრობლემებზე.

პოლიტიკური კულტურა ადამიანთა ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გამოხატულებაა იმგვარი პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, როგორიცაა პარტიები, ხელისუფლება და კონსტიტუცია. და ეს დამოკიდებულება მათ სიმპათიებში , შეხედულებებში, მიდრეკილებებსა და ღირებულებებში აისახება. პოლიტიკური კულტურა საზოგადოებრივი აზრისაგან იმით განსხვავდება , რომ მას დროით გამოცდილი ღირებულებები აყალიბებს და არა რეაქცია ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენასა თ პოლიტიკური ფიგურის ქმედებაზე.

სამოქალაქო კულტურა თუ იდეოლოგიური წნეხი?

სამოქალაქო კულტურის ცნება დიდი კამათის საგანი იყო მუდამ. მასში იმგვარ ფსიქოლოგიურ პრიორიტეტებს მოიაზრებდნენ , როგორიც მართვაში თანამონაწილეობა და მყარი დემოკრატიული წესრიგის შენარჩუნებისათვის აუცილებელი, ხელისუფლების კანონიერების აღიარებაა. თუმცა, სამოქალაქო კულტურა შეიძლება უფრო დემოკრატიის შედეგი იყოს, და არა მისი წინაპირობა. მარქსისტებისა და სხვა რადიკალები აზრით, „გაბატონებული“ კულტურა მუდამ თავსმოხვეულია, პრივილეგირებულ ჯგუფთა ინტერესების დასაცავად. გამოყოფენ პოლიტიკური კულტურის სამ ზოგად ტიპს: თანამონაწილეობის, ქვეშევრდომობისა და კუთხურობის განცდის მიხედვით.

,,თანამონაწილე“ მოქალაქე პოლიტიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს- მართვაში ხალხის მონაწილეობას სასურველადაც მიიჩნევს და შედეგის მომანადაც.

,,ქვეშევრდომი“ მოქალაქე უფრო პასიურია და იმთავითვე აღიარებს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ძალზე შეზღუდულ შესაძლებლობას

,,კუთხურობით“ გამორჩეულ ამომრჩეველს საერთოდ არც გააჩნია მოქალაქეობრივი განცდა და საკუთარ თავს არა მთელ ერთად, არამედ მხოლოდ თავისი კუთხის წამომადგენლებთან აიგივებს, პოლიტიკაში მონაწილეობის არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა.

ელმოდმა და ვებერმა თანამონაწილეობა დემოკრატიის იდეალთან ყველაზე უფრო მიახლოებულ ვარიანტად მიიჩნიეს, მაგრამ მაინც იმას ამტკიცებდნენ - სამოქალაქო კულტურა სამივე ტიპის ნაზავია, რამდენადაც პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობა აუცილებელია ხელისუფლებისთვისო. მათი აზრით, დემოკრატიის მდგრადობას იმგვარი პოლიტიკური კულტურა განამტკიცებს, რასაც მოქალაქეთა მხრიდან აქტიურობისა და პასიურობის ნარევი ახასიათებს, ხელისუფლების მხრიდან კი -წონასწორობის დაცვა ვალდებულებებსა და ქმედებებს შორის.


Recent Posts

See All
საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი...

 
 
 

Comentários


© 2015 იურიდიული მოსმახურების სახლი.გიორგი იასაშვილი,იურისტი,ადვოკატი,iuristi,advokati,giorgi aisashvili,გიორგი იასაშვილი,იურიდიული დახმარება,იურიდიული მომსახურების სახლი,giorgi iasashvili

 

   გამოგვყევი :

©
  • w-facebook
bottom of page