top of page

რეალიზმი

  • Writer: შოთა იასაშვილი
    შოთა იასაშვილი
  • Jan 4, 2018
  • 1 min read

რეალიზმის ტრადიცია, იგივე ,,პოლიტიკური რეალიზმი“, საერთაშორისო პოლიტიკის თეორიებიდან უძველესია. თუკიდიდეს მიერ მოთხრობილი პელოპონესის ომის ისტორია რეალისტური მიდგომის უძველეს ნიმუშად მიიჩნევა. რეალიზმი სართაშორისო პოლიტიკის ხედვაში მხოლოდ მეოცე საკუნეში, I და II მსოფლიო ომებისგან მიღებული გამოცდილების შედეგად გაბატონდა. რეალიზმი ნაციონალურ ინტერსებს ეფუძნება და აქცენტს სწორედ ძალის პოლიტიკაზე აკეთებს - მისი ღერძული იდეა ისაა, რომ სახელმწიფო, როგორც ასეთი , მთავარი მოქმედი პოლიტიკური სუბიექტია და ქვეყნის სუვერენულობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად უნდა იღებდეს.

რეალიზმის თეორეტიკოსები - ე.ჰ კარი და ჰანს მორგვანთაუ ყოვლად მიუღებლად მიიჩნევდნენ იდეალისტური რწმენას - ინტერნაციონალიზმისა და ბუნებრივი ჰარმონიის შესახებ. რეალისტების აზრით რადან არ არსებობს სუვერენულ სახელმწიფოზე უზენაესი ძალაუფლება, საერთაშორისო პოლიტიკა არა ჰარმონიულობით, არამედ სწორედაც ანარქიულებით ხასიათდება, როცა სახელმწიფო იძულებულია პრიორიტეტი ეროვნულ ინტერესებს დაუთმოს.

რეალისტები დიდი ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო პოლიტიკაში ძალის მნიშვნელობას და ძალის მნიშვნელობა ესმით, როგორც სამხედრო სიმძლავრე თუ ტექნიკური არსენალი. რეალისტები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტურობა თუ თანამშრომლობა სახელმწიფო სისტემებს შორის, დიდ წილად ძალთა ბალანსის კონცეფციაზეა დამოკიდებული.

რაკიღა ძალა, სიმდიდრე და რესურსები ქვეყნებს შორის არათანაბრადაა გადანაწილებული, რეალისტები აცნობიერებენ რომ მსოფლიო წესრიგი ჯერ კიდევ არაა კლასიკური „ბუნებრივი მდგომარეობა“. აქვე უნდა ვახსენოთ ნეო-რეალიზმი , რომელმაც 1980-იან წლებში იწყო განვითარება. ნეო-რეალისტები კვლავ აღიარებენ ძალის მნიშვნელობას - როგორც გადამწყვეტს, ოღონდ ისინი მოვლენათა განვითარებას არსებული საერთაშორისო სისტემის გლობალური პერსპექტივიდან გამომდინარე აფასებენ.

Recent Posts

See All
საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი...

 
 
 

Comments


© 2015 იურიდიული მოსმახურების სახლი.გიორგი იასაშვილი,იურისტი,ადვოკატი,iuristi,advokati,giorgi aisashvili,გიორგი იასაშვილი,იურიდიული დახმარება,იურიდიული მომსახურების სახლი,giorgi iasashvili

 

   გამოგვყევი :

©
  • w-facebook
bottom of page