top of page

საკადრო–სახალხო და მემარჯვენე–მემარცხენე პარტიები

  • Writer: შოთა იასაშვილი
    შოთა იასაშვილი
  • Jan 4, 2018
  • 1 min read

პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვა ნიშნით აჯგუფებენ ხოლმე. ყველაზე ხშირად პარტიები საკადრო და სახალხო ნიშნით იყოფა. ტერმინი „საკადრო პარტია“ თავიდან ნიშნავდა „წარჩინებულთა გაერთიანებას“ და მას, როგორც წესი, წინამძღოლთა არაფორმალური ჯგუფი ედგა სათავეში. ამგვარი პარტიები საპარლამენტო ფრაქციების საფუძველზე ჩამოყალიბდა იმ დროს, როცა ხმის უფლება შეზღუდული იყო. ამ ტიპის პარტიათა განმასხვავებელი ნიშანი მასში პოლიტიკურად აქტიური ელიტის გადამწვეტი როლია. სწორედ ის იღებს საკუთარ თავზე მასების იდეოლოგიურ წინამძღოლობას. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ პარტიებში გასაწევრიანებლად მკაცრი კრიტერიუმებია შემოღებული , კარიერიზმი და უბრალო გამოჩენა ხშირად ხდება პარტიაში მასიურად გაწევრიანების მიზეზი.

მეორეს მხრივ, სახალხო პარტიისთვის უმნიშვნელოვანესია რაც შეიძლება მეტი მომხრის მიზიდვა და ფართო საარჩევნო საყრდენის შექმნა. საყოველთაო საარჩევნო ხმის უფლების მოპოვებამ ლიბერალური და კონსერვატიული პარტიები მასობრივი მხარდაჭერის აუცილებლობის წინაშე დააყენა, თუმცა თავიდან სახალხო პარტიების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები ევროპული ტიპის სოციალისტური , ძირითადად მუშათა კლასის მხარდაჭერაზე ორიენტირებული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული და ბრიტანეთს ლეიბორისტული პარტიები იყვნენ. ასეთი პარტიების ძირითადი მახასიათებელია წევრების მოზიდვა და დარაზმვა, ხოლო იდეოლოგიას და პოლიტიკურ მრწამს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა.

პარტიები ასევე იდეოლოგიური მიმართულებითაც განსხვავდებიან და მემარჯვენეობა- მემარცხენეობის ნიშნით ჯგუფდებიან. მემარცხენე პარტიებს ცვლილებისკენ მიდრეკილება ახასიათებს, როგორც სოციალური რეფორმების , ასევე სრულმასშტაბიანი ეკონომიკური გარდაქმნის გზით.

მემარჯვენე პარტიები , ზოგადად უკვე არსებული სოციალური წესრიგის შენარჩუნებას ცდილობენ და ამ თვალსაზრისით, ცვლილებებისადმი ლტოლვა ნაკლებად სჩვევიათ.

პოლიტიკური სპექტრის მემარცხენეობა-მემარჯვენეობად დაყოფა ყველაზე იოლია პოლიტიკური იდეებისა და შეხედულებების წარმოსაჩენად. ეს ტერმინი საფრანგეთის რევოლუციის დროიდან მოდის, როცა 1789 წელს გენერალური შტატების პირველ სხდომაზე, განსხვავებული მიმართულების ჯგუფები დარბაზის მარჯვნივ-მარცხნივ განლაგდნენ. ვიწრო გაგებით, სწორხაზოვანი პოლიტიკური სპექტრი წარმოაჩენს განსხავებულ დამოკიდებულებებს ეკონომიკისა და სახელმწიფოს როლის თაობაზე: მემარცხენეთა თვალსაზრისით, მისასალმებელია სახელმწიფოს მეტი ჩარევა და მართვის მეტი კოლექტივიზმი.

მემარჯვენეობა კი უპირატესობას საბაზრო ეკონომიკასა და ინდივიდუალიზმს ანიჭებს.


Recent Posts

See All
საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი...

 
 
 

Comments


© 2015 იურიდიული მოსმახურების სახლი.გიორგი იასაშვილი,იურისტი,ადვოკატი,iuristi,advokati,giorgi aisashvili,გიორგი იასაშვილი,იურიდიული დახმარება,იურიდიული მომსახურების სახლი,giorgi iasashvili

 

   გამოგვყევი :

©
  • w-facebook
bottom of page