სამი სამყაროს ტიპოლოგია
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 1 min read
ორ მსოფლიო ომს შუა გაჩენილმა ავტორიტარიზმის ახალმა ფორმებმა ის აზრი გააჩინა, რომ მსოფლიო ორ , დემოკრატიულ და ტოტალიტარულ რეჟიმებად გაიხლიჩა, , ფაშიზმისა და ნაციზმის დამარცხების შემდეგ, კონტრასტი მაინც ძალიან დიდი იყო, მრავალი პოლიტოლოგის ცნობიერებაში სწორედ ეს დაყოფა იქცა ძირითად ფაქტორად მომავალი ათასწლეულის განმავლობაში, დროთა განმავლობაში პოპულარობა მოიპოვა ე.წ ,,სამი სამყაროს“ კონცეფციამ- პოლიტიკური სამყაროს დაყოფა სამ განსხავებულ ბლოკად.
1) ,,პირველი სამყარო“ - კაპიტალისტური
2) ,,მეორე სამყარო“ - კომუნისტური
3) ,,მესამე სამყარო“ - განვითარებადი
ეს დაყოფები ეკონომიკური თვალსაზრისით მოხდა. დასავლური , ინდუსტრიული რეჟიმები პირველ სამყაროდ გამოცხადდა , რადგან აქ მოსახლეობა ცხოვრების ყველაზე დიდი დონით გამოირჩეოდა. მეორე ადგილი კომუნისტურმა რეჟიმებმა დაიკავეს, რადგან მათ საკუთარ ქვეყნებში სრული ინდუსტრიალიზაცია მოახდინეს და უნარი შესწევდათ საკუთარი მოსახლეობის უმთავრესი მატერიალისტური მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ. მესამე ადგილი კი აზიის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს ერგოთ.
პირველსა და მეორე სამყაროს შორის გააფთრებულ ბრძოლა მიმდინარეობდა. ,,პირველი სამყარო“ კაპიტალისტურ პრინციპებს აღარებდა, ,,მეორე სამყარო“ კი კომუნისტურს. პირველი სამყარო ლიბერალურ-დემოკრატიულ პოლიტიკას მისდევდა, რაც არჩევნებში მრავალი კანდიდატის არსებობით გამოიხატებოდა, მეორე სამყაროს რეჟიმი კი ერთპარტიული იყო.
1970 წლიდან, კლასიფიკაციის მოცემული სისტემის შენარჩუნება გართულდა. ,,მესამე სამყარო“ ნავთობის აღმოჩენით გამდიდრებას იწყებს, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანა კი უფრო გაღარიბდა - აფრიკის საჰარის სამხრეთის მდებარე ვცელი რეგიონი ახლა საერთოდ - ,,მეოთხე სამყაროდ: იწოდება.
ეჭვგარეშეა, რომ ,,სამი სამყაროს“ კონცეფციის ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა 1981-91 წლების აღმოსავლეთ-ევროპულმა რევოლუციებმა მოაყენა. სწორედ მათ გამოიწვიეს კომუნიზმის იდეოლოგიის კრახი.
Commentaires