საპარლამენტო და საპრეზიდენტო სისტემები
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 1 min read
მოკლედ რომ აღვწეროთ საპარლამეტო და საპრეზიდენტო სისტემებს შორის განსხვავება და მათ თავისებურება, ასე ჩამოვაყალიბოთ - საპარლამენტოა სისტემა, სადაც მთავრობა ასამბლეისა თუ პარლამენტის მეთვალყურეობითა და მეშვეობით მოქმედებს და მისი წევრებიც, საკანონმდებლო ორგანოს რიგებიდან არჩეულნი, სწორედ ამ ორგანოს წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი; ხოლო საპრეზიდენტო სისტემა საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოთა შორის ძალაუფლების გადანაწილებას ემყარება. შედეგად, მყარდება ურთიერთობა , რომელსაც ამ შტოთა დამოუკიდებლობისა და ურთიერთდამოკიდებულების კომბინირებული ხასიათი გამოარჩევს.

აღსანიშნავია, რომ ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნების უმრავლესობა საპარლამენტო მმართველობის ამა თუ იმ ფორმას ანიჭებს უპირატესობას. ხშირად ეს ბრიტანული პარლამენტის მოდელის ერთგვარი ასლია. მსგავსი საპარლამენტო სისტემები ჩამოყალიბდა გერმანიაში, შვედეთში, იაპონიაში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში. მათი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება შერწყმულია: მთავრობა საპარლამენტოა იმ თვალსაზრისით, რომ მას საკანონმდებლო ორგანო აყალიბებს და ანგარიშსაც მოითხოვს მისგან. ამგვარ სისტემათა უპირატესობა ქმედითუნარიან და თან პასუხისმგებელ ხელისუფლებაში უნდა ვეძიოთ.
საპარლამენტო სისტემის ალტერნატიულ მოდელი საპრეზიდენტო მმართველობაა და ის ძალაუფლებათა მკაცრი დანაწილების პრინციპს ემყარება. საპრეზიდენტო სისტემის მთავარი ღირსება ისაა, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების გამიჯვნით ისინი პიროვნული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას უწყობენ ხელს.
Comments