სახელმწიფოსადმი არსებული სამი ძირითადი მიდგომა
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 1 min read
რაღას არ აღნიშნავდნენ ცნებით ,,სახელმწიფო“ - ინსტრუმენტების ერთობლიობას, ტერიტორიულ ერთიანობას, ფილოსოფიურ იდეას, ჩაგვრისა და გაერთიანების საშუალებას და სხვა და სხვა. ამგვარ განსხვავებებს ნაწილობრივ ისიც განაპირობებდა , რომ სახელმწიფოს რაობა სამი სხვადასხვა თვალსაზრისით ესმოდათ - იდეალისტური, ფუნქციონალური და ორგანიზაციული გაგებით. იდეალისტური გაგება ყველაზე ნათლად ჰეგელის ნაშრომებში ჩანს.
ჰეგელი საზოგადოებრივი არსებობის სამ ,,დონეს“ გამოყოფდა : ოჯახს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელწიფოს. ჰეგელი ამტკიცებდა, რომ ოჯახს თავისებური ალტრუიზმი ახასიათებს, როდესაც ადამიანი სხვის სასარგებლოდ საკუთარ ინტერესებს ფლობს ; ამის საპირისპიროდ ჰეგელი საზოგადოებას ,,საყოველთაო ეგოიზმის“ სფეროდ მიიჩნევს , სადაც უმთავრესი პიროვნების ,,კერძო“ ინტერესია, ხოლო სახელმწიფო იმგვარი ზნეობრივი მთლიანობაა, რასაც საფუძვლად ურთიერთთანაგრძნობა ანუ ,,საყოველთაო ალტრუიზმი“ უდევს, თუმცა იდეალიზმის ხინჯიც ისაა, რომ უპირობოდ აღიარებს სახელმწიფოს ზეობას და მასზე ზნეობრივი კატეგორიებით საუბრისას ვერ ახერხებს მკვეთრად გამიჯნოს სახელმწიფოს შემადგენელი და მის მიღმა მყოფი ინსტიტუციები.
მარქსი პოლიტიკას განიხილავდა, როგორც ერთი კლასის ორგანიზებულ ძალას მეორის დასათრგუნად.
Comments