სისტემათა კლასიფიკაცია
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 5 min read
მმართველობა არის ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც დადგენილი წესრიგს უზრუნველყოფს. მისი მთავარი თვისება კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების უნარია. თუმცა, პოლიტიკური სისტემა ან რეჟიმი არა მხოლოდ მმართველობის მექანიზმებს და სახელმწიფოს ინსტიტუტებს გულისხმობს, არამედ იმ სტრუქტურებსა და პროცესებსაც, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო საზოგადოებასთან ურთიერთქმედებს.
პოლიტიკურ სისტემათა ტიპოლოგიზაციის პრობლემა რთული და მრავალი ასპექტის შემცველია. იმის მიხედვით, თუ რას ავიღებთ კლასიფიკაციის საფუძვლად, ტიპოლოგიაც განსხვავებული იქნება. პოლიტიკური სისტემა შეიძლება განისაზღვროს საზოგადოების სოციალური წყობით, მმართველობის ფორმით (საპარლამენტო, საპრეზიდენტო), სახელმწიფოს ტიპით (მონარქია, რესპუბლიკა), პოლიტიკური რეჟიმის ხასიათით (დემოკრატიული, ტოტალიტარული, ავტორიტარული), სოციალურ- პოლიტიკური ვითარებით (სტაბილური და არასტაბილური, ზომიერი ან კონფლიქტური), გარემოსთან ურთიერთობის ხასიათით (ღია, დახურული) პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციების მიხედვით და სხვა.
პოლიტიკურ სისტემათა კლასიფიკაცია ორ მიზანს ემსახურება: ფაქტების გროვაში მსგავსებებისა და განსხვავებების გამოკვეთით სისტემების არსის გაგებასაც აიოლებს და ასევე, პოლიტიკურ სისტემათა ქმედითობის შეფასებაშიც გვეხმარება.
რეჟიმების კლასიფიკაციის სხვადასხვა კრიტერიუმები არსებობს: არისტოტელედან მომდინარე „კლასიკური“ ტიპოლოგიები უმთავრეს ყურადღებას სახელმწიფოთა წყობასა და მართვის ფორმებს უთმობდა; რაც შეეხება „სამი სამყაროს“ კონცეფციას, აქ აქცენტი კაპიტალისტურ („პირველ“), კომუნისტურ („მეორე“) და განვითარებად („მესამე“) სამყაროთა შორის არსებულ ეკონომიკურ და იდეოლოგიურ განსხვავებებზე კეთდება.
პოლიტიკური სისტემების კლასიფიცირებას ორი რამ განაპირობებს. პირველ რიგში, კლასიფიკაცია არსებითად გვეხმარება პოლიტიკისა და მმართველობის გაგებაში. ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში, პოლიტიკის გაგება, ძირითადად, შედარებითი პროცესის მეშვეობით ხდება, ვინაიდან ეს ექპერიმენტული მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა. მაგალითად, შეუძლებელია ჩავატაროთ ექსპერიმენტი იმისათვის, რომ შევამოწმოთ, თუ რამდენად მგრძნობიარე იქნებოდა აშშ მთავრობა ინსტიტუციურ სახელისუფლებო კრიზისზე, იმ შემთხვევაში, თუ იგი ძალაუფლების გადანაწილებაზე უარს იტყოდა? ან გადარჩებოდა, თუ არა კომუნიზმი სსრკ-ს რეფორმები ერთი თაობით ადრე რომ არ წამოეწყო? ამგვარად, საქმის გასაიოლებლად ჩვენ შედარებებს მივმართავთ. მსგავსებებისა და განსხვავებების გამოყოფით იქიდან, რაც ერთი შეხედვით ფაქტების თავგზის ამრევ გროვას წარმოადგენს, შედარება გვეხმარება განვასხვაოთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო და რა არა. ამ პროცესში შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ თეორიები, ჰიპოთეზები და კონცეფციები და გარკვეულწილად, გადავამოწმოთ კიდეც ისინი. როგორც ალექსის დე ტოკვილმა აღნიშნა - „შედარების გაკეთების გარეშე, ტვინმა არ იცის, თუ როგორ გააგრძელოს მუშაობა“. მმართველობის სისტემის კლასიფიცირების მცდელობა, მაშასადამე, წარმოადგენს მხოლოდ ინსტრუმენტს, რომელმაც შედარების პროცესი უფრო მეთოდური და სისტემური უნდა გახადოს.
კლასიფიკაციის მეორე მიზანს უფრო შეფასების და არა ანალიზის ხელშეწყობა წარმოადგენს. არისტოტელედან მოყოლებული პოლიტიკური რეჟიმების რაობაზე დაფიქრებულ ხალხს მარტო ხელისუფლების არსის ამოცნობა კი არ ეწადა, არამედ მის „გაუმჯობესებასაც“ ცდილობდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეფასებითი აღქმა მჭიდრო კავშირშია ნორმატიულ შეხედულებებთან: კითხვები იმის შესახებ თუ „რა არის“ გადაჯაჭვულია კითხვებთან იმის შესახებ თუ „როგორი უნდა იყოს“. უკიდურეს ფორმაში, ამ პროცესმა შეიძლება მმართველობის „იდეალური“ სისტემის, ან თუნდაც უტოპიის ძიებამდეც მიგვიყვანოს. ეს კარგად ჩანს ისეთ ნაშრომებში, როგორიცაა: პლატონის „რესპუბლიკა,“ ტომას მურის „უტოპია“ ([1516 წ.] 1965 წ.) და პიტერ კროპოტკინის „მინდვრები, ქარხნები და საამქროები“ (1912 წ.).
თუ უკიდურესობაში არ გადავიჭრებით, სწორედ ამ ტიპის კლასიფიკაცია გვაძლევს საშუალებას თვისობრივად განვსაჯოთ პოლიტიკური სტრუქტურები და მმართველობის ფორმები. მხოლოდ შედარებითი მეთოდის გამოყენებით თუ ვიპოვით პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: იქნებოდა თუ არა ლიბერალურ დემოკრატიაზე გადასვლა რუსეთსა და სხვა ყოფილ კომუნისტურ სახელმწიფოში მისაღები და მისასალმებელი? უნდა თქვას თუ არა ინდოეთმა უარი ფედერალიზმზე უნიტარული სისტემის ან რეგიონული დამოუკიდებლობის სასარგებლოდ? ან უნდა მიიღოს თუ არა დიდმა ბრიტანეთმა კონსტიტუციის წერილობითი ვარიანტი?
კლასიფიკაციის ყველაზე გავლენიან სისტემას, უდაოდ, არისტოტელეს მიერ ჩვ. წ. აღმდე IV საუკუნეშიგამოგონილი სისტემა წარმოადგენდა, რომელიც იმ დროისათვის არსებულ 158 ბერძნულ ქალაქსახელმწიფოს მისეულ ანალიზს ეყრდნობოდა. მომდევნო 2500 წლის მანძილზე ამ თემაზე მსჯელობებშიარისტოტელესეული სისტემა დომინირებდა. არისტოტელე თვლიდა, რომ მმართველობის ფორმებისკატეგორიზაცია ორი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით უნდა მომხდარიყო. ესენია: „ვინ მართავს?“ და„ვინ იგებს ამ მართვით?“ იგი მიიჩნევდა, რომ მმართველობა შეიძლება ყოფილიყო ერთი კონკრეტულიადამიანის, მცირე ჯგუფის ან მრავალი მოქალაქის ხელში.
თუმცა, თითოეულ შემთხვევაში მმართველობამმართველის კერძო, ეგოისტური ინტერესებს ან მთელი საზოგადოების ინტერესების აკმაყოფილებს. ამისმიხედვით არისტოტელემ მმართველობის ექვსი ფორმა გამოყო, ტირანია, ოლიგარქია, დემოკრატია - მონარქია,არისტოკრატია, პოლიტი.
კლასიკური ტიპოლოგიები
კლასიფიკაციის ყველაზე გავლენიან სისტემას, უდაოდ, არისტოტელეს მიერ ჩვ. წ. აღ-მდე IV საუკუნეში გამოგონილი სისტემა წარმოადგენდა, რომელიც იმ დროისათვის არსებულ 158 ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოს მისეულ ანალიზს ეყრდნობოდა. მომდევნო 2500 წლის მანძილზე ამ თემაზე მსჯელობებში არისტოტელესეული სისტემა დომინირებდა. არისტოტელე თვლიდა, რომ მმართველობის ფორმების კატეგორიზაცია ორი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით უნდა მომხდარიყო. ესენია: „ვინ მართავს?“ და „ვინ იგებს ამ მართვით?“ იგი მიიჩნევდა, რომ მმართველობა შეიძლება ყოფილიყო ერთი კონკრეტული ადამიანის, მცირე ჯგუფის ან მრავალი მოქალაქის ხელში. თუმცა, თითოეულ შემთხვევაში მმართველობა მმართველის კერძო, ეგოისტური ინტერესებს ან მთელი საზოგადოების ინტერესების აკმაყოფილებს. ამის მიხედვით არისტოტელემ მმართველობის ექვსი ფორმა გამოყო, რომლებიც ნახ. 1.-ზეა წარმოდგენილი
ნახ. 1. არისტოტელესეული მმართველობის ექვსი ფორმა
ვინ მართავს?
0x01 graphic
არისტოტელეს მიზანს ნორმატიულ საფუძველზე მმართველობის ფორმების შეფასება წარმოადგენდა იმ იმედით, რომ „იდეალურ“ მოწყობას მიაგნებდა. არისტოტელეს აზრით, ტირანია, ოლიგარქია და დემოკრატია მართვის გაუარესებულ ან დამახინჯებულ ფორმებს წარმოადგენდნენ, სადაც, შესაბამისად, ერთი ადამიანი, მცირე ჯგუფი და მასები მმართველობას ახორციელებდნენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ სხვების ხარჯზე. მათგან განსხვავებით, მონარქია, არისტოკრატია და პოლიტი უფრო სასურველ ფორმებს წარმოადგენდნენ, ვინაიდან მმართველობის ამ ფორმებში ერთი კაცი იქნებოდა, მცირე ჯგუფი თუ მასები, ყველას ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული. მმართველობის ფორმათა შორის ყველაზე მიუღებელი არისტოტელესთვის ტირანია იყო, ვინაიდან იგი მოქალაქეს მონასთან ათანაბრებდა. მეორეს მხრივ, მონარქიაცა და არისტოკრატიაც არაპრაქტიკული იყო, რადგან ისინი ერთგვარ „ღვთაებრივ ნებას“ ეფუძნებოდნენ და მმართველის საკუთარ ინტერესს, საზოგადოებრივზე წინ აყენებდნენ. მმართველობის ყველაზე მისაღებ ფორმად კი არისტოტელემ პოლიტი (მრავალთა მმართველობა ყველას საკეთილდღეოდ) მიიჩნია. თუმცა, არისტოტელემ სახალხო მმართველობაც გააკრიტიკა იმ მოტივით, რომ მასებს მდიდარი მოქალაქეებისა შეშურდებოდათ და ადვილად მოექცეოდნენ დემაგოგების გავლენის ქვეშ. ამიტომაც იგი უპირატესობას მმართველობის ერთგვარ „შერეულ“ ფორმას ანიჭებდა, რომელიც დემოკრატიისა და არისტოკრატიის ელემენტებს შეითავსებდა, ხოლო ძალაუფლება ე.წ. „საშუალო კლასის“ - არც მდიდრებისა და არც ღარიბების - ხელში იქნებოდა თავმოყრილი.
ეთნოცენტრიზმი: საკუთარი კულტურისთვის დამახასიათებელი ფასეულობებისა და თეორიების გამოყენებაა ადამიანთა სხვა ჯგუფთან მიმართებაში; ეთნოცენტრიზმი მიკერძოებულობას ან დამახინჯებულ ხედვას გულისხმობს.
არისტოტელეს სისტემა შემდგომში განავრცეს ისეთმა მოაზროვნეებმა, როგორებიც იყვნენ თომას ჰობსი და ჟან ბოდენი (1530-1596 წწ.). მათი ყურადღების ძირითად საგანს უმაღლესი ხელისუფალის ანუ სუვერენის პრინციპი წარმოადგენდა, რაც ყველა სტაბილური რეჟიმის საფუძველს წარმოადგენდა. სუვერენი მოიაზრებოდა, როგორც „უმაღლესი და მარადიული“ ძალაუფლება, რომელსაც მარტო აღებულს მოწესრიგებული მმართველობის უზრუნველყოფა შეეძლო. ბოდენმა თავის ნაშრომში „საყოველთაო კეთლდღობის ექვსი წიგნი“ (1576 წ.) თანამედროვე და კლასიკური პოლიტიკური რეჟიმების საფუძველზე დეტალურად განიხილა სუვერენის ძალაუფლება და დაასკვნა, რომ მმართველობის საუკეთესო ფორმად აბსოლუტიზმი უნდა მივიჩნიოთ. ასეთი მმართველობის დროს ძალაუფლება იმ უმაღლესი ხელისუფალის ხელშია, რომელიც კარნახობს კანონებს, მაგრამ თავად არცერთი კანონით არაა შეზღუდული. ბოდენის თვალსაზრისით, ძალაუფლების ერთ ხელში მოქცევის უპირატესობა ისაა, რომ თვითმპყრობელობას არანაირი დანაწევრება არ ემუქრება; უმაღლეს ხელისუფლებას ერთი პირი წარმოადგენს, რომელიც ამავე დროს უმაღლესი ძალაუფლების მფლობელია. თუმცა, ბოდენი აცხადებს, რომ აბსოლუტური მონარქიც შეზღუდულია, ვინაიდან არსებობს უფრო მაღალი კანონმდებლობა ღვთიური ნების ანუ ბუნების კანონების სახით. მეორეს მხრივ ჰობსი, თავის „ლევიათანში“ (1651 წ.) სუვერენს იძულებითი ძალაუფლების მონოპოლია აქვს, რაც იმას მიანიშნებს, რომ სუვერენი მთლიანად შეუზღუდავი იყო.
აბსოლუტიზმი - აბსოლუტიზმი შეუზღუდველი მართვის თეორია ან პრაქტიკაა, რაც ყველაზე ხშირად აბსოლუტურ მონარქიასთან ასოცირდება. მმართველობა „აბსოლუტურია“ იმ გაგებით, რომ იგი უსაზღვრო ძალაუფლებას ფლობს: მისი შეზღუდვა შეუძლებელია გარე ფაქტორების მიერ. აბსოლუტიზმის პრინციპს საფუძვლად მართვის უსაზღვრო უფლებაზე პრეტენზია უდევს („ღვთით ბოძებული უფლებები“) და არა უკონკურენტო ძალაუფლების რეალური გამოვლინება. აბსოლუტური ძალაუფლების რაციონალისტური თეორიები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ აბსოლუტურ მმართველობას შეუძლია წესრიგისა და სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა. აბსოლუტიზმი არ უნდა აგვერიოს ავტოკრატიასა და დიქტატში. მიუხედავად იმისა, ამ ტიპის მმართველობა პრინციპულ პრეტენზიას ეყრდნობა, რელიგიურ თუ რაციონალურს, იგი მმართველობას
მოგვიანებით ეს იდეები ადრეული ლიბერალური აზროვნების ისეთ წარმომადგენლების მიერ გადაისინჯა, როგორებიც ჯონ ლოკი და მონტესკიე იყვნენ. ისინი კონსტიტუციური მმართველობის პირველ მხარდამჭერებად გვევლინებიან. თავის ნაშრომში „ორი ტრაქტატი მმართველობის თაობაზე“ (1690 წ.) ლოკი ამტკიცებდა, რომ უმაღლესი ხელისუფლება თავად ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და არა მონარქსო. იგი შეზღუდული მმართველობის იმგვარ სისტემას უჭერდა მხარს, რომელიც ადამიანის ბუნებრივი უფლებების, ანუ სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებების, განუხრელ დაცვას უზრუნველყოფდა. მონტესკიე თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „კანონთა გონი“ (1734 წ.) საზოგადოების „მეცნიერული მიდგომით“ კვლევას შეეცადა, რათა მიეკვლია ისეთი წყობილებისთვის, რომელიც პიროვნული თავისუფლების საუკეთესოდ დაცვას მოახერხებდა. აბსოლუტიზმის შეურიგებელმა კრიტიკოსმა და ინგლისური პარლამენტარული ტრადიციების თაყვანისმცემელმა, მან პირველმა წამოაყენა ძალაუფლების კონტროლისა და დაბალანსების იდეა „ძალაუფლების გადანაწილების,“ ანუ ხელისუფლების აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებად დაყოფის გზით. მოგვიანებით, სწორედ ეს პრინციპი დაედო საფუძვლად ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას (1787 წ.), ხოლო შემდგომ, ზოგადად ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობის ერთ უმთავრეს მახასიათებლად იქცა.
დემაგოგი: პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ხალხთა მასებში ისტერიული ენთუზიაზმი გამოწვევით მათი კონტროლი შეუძლია.
რესპუბლიკანიზმი: პრინციპი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ხელისუფლება ხალხის თანხმობიდან მომდინარეობს; უარყოფს მონარქიულ და დინასტიურ პრინციპებს.
XVIII საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, თანამედროვე საკონსტიტუციო სისტემების განვითარებამ სულ უფრო ნათლად წარმოაჩინა, რომ პოლიტიკურ სისტემათა „კლასიკურ“ კლასიფიკაცია, რომელსაც საფუძვლად არისტოტელეს ნაშრომები დაედო, უკვე მოძველებული იყო. 1775-83 წლების ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის შემდგომ იქ ჩამოყალიბებულმა კონსტიტუციურმა რესპუბლიკანიზმმა, 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის შედეგად განვითარებულმა დემოკრატიულმა რადიკალიზმმა და გაერთიანებულ სამეფოში წარმოქმნილმა საპარლამენტო მმართველობამ, უფრო რთული პოლიტიკური რეალობები წარმოქმნა, ვიდრე ამას ადრეული ეპოქის მოაზროვნეები წარმოიდგენდნენ. ამიტომ, კლასიფიკაციის ტრადიციული სისტემები თანდათანობით ჩაანაცვლა პოლიტიკური მმართველობის კონსტიტუციური და ინსტიტუციონალური მხარეებისადმი მზარდმა ინტერესმა. ყოველივე ეს მონტესკიეს მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებად დაყოფის პრინციპს ეფუძნებოდა. ასე მაგალითად, მონარქია რესპუბლიკისაგან, საპარლამენტო მმართველობა - საპრეზიდენტოსაგან, ხოლო უნიტარული სისტემები - ფედერალურისაგან გაიმიჯნა.
Comments