top of page

უნიტარული სისტემები (ადგილობრივი მმართველობა და დელეგირება)

  • Writer: შოთა იასაშვილი
    შოთა იასაშვილი
  • Jan 4, 2018
  • 1 min read

უნიტარიზმი სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ორი ძირითადი ფორმიდან ერთ-ერთია. უნიტარულად მიიჩნევა სახელმწიფო, როცა მისი შემადგენელი ნაწილების უმრავლესობას არ გააჩნია სახელმწიფოებრივი სტატუსი. როგორც წესი, უნიტარულ სახელმწიფოში არსებობს მხოლოდ ერთი კონსტიტუცია, ერთიანი მოქალაქეობა და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების სისტემა. განარჩევენ ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სახის უნიტარულ სახელმწიფოს. ცენტრალიზებულია სახელმწიფო, რომლის რეგიონალური ორგანოები იმართებიან ცენტრის მიერ დანიშნული თანმდებობის პირების მიერ. დეცენტრალიზებულ სახელმწიფოში ადგილობრივი ორგანოები ფორმირდება ცენტრალური ორგანოებისგან დამოუკიდებლად.

რაც შეეხება ადგილობრივ მმართველობას, უმარტივესი გაგებით, ესაა ამა თუ იმ დასახელებული ადგილის - სოფლის, დაბის, პატარა თუ დიდი ქალაქის უშუალო ხელისუფლება. ეს მმართველობის ის ფორმაა, რომელსაც დამოუკიდებლობის არანაირი ხარისხი არ გააჩნია და მთლიანადაა დაქვემდებარებული ცენტრალურ ხელისუფლებას, მაგრამ ეს ყველაზე დაბალი დონე საყოველთაოდა გავრცელებული და ახასიათებს როგორც უნიტარულ ისე ფედერალურ თუ კონფედერაციულ სისტემებსაც კი. რაც შეეხება უნიტარულ სისტემებს, აქ ადგილობრივი მართველობის მნიშვნელობას ისიც აძლიერებს, რომ ის ცენტრს დაცილებული ხელისუფლების ერთადერთ ფორმას წარმოადგენს და შეცდომა იქნებოდა იმის ფიქრო, თითქოს ადგილობრივი მმართველობების კონსტიტუციურად დაქვემდებარებული მდგომარეობა, მათ პოლიტიკურ მნიშვნელობას აკნინებდეს. ადგილობრივ მმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; ბ) კონტროლი ადამიანთა უფლებებისა და კანონიერების დაცვაზე; გ) ადგილობრივი ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა; დ) ბუნებათსარგებლობა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ე) განათლების, სკოლამდელი დაწესებულებების ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების გადაწყვეტა; ვ) მოსახლეობის სოციალური დაცვა და დასაქმება; თ) კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

დელეგირება:

ესსა ცენტრალური ხელისუფლების მიერ უფლებამოსილებათა გადაცემა დაქვემდებარებული რეგიონალური ორგანოებისათვის. შესაბამისად, დელეგირებული ორგანოები წარმოადგენენ შუალედურ დონეს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა შორის ოღონდაც დელეგირების პრინციპი იმით განსხვავდება ფედერალიზმისაგან, რომ დელეგირებულ ორგანოებს დამოუკიდებლობის არანაირი ხარისხი არ გააჩნიათ. დელეგირების ყველაზე სუსტი ადმინისტრაციული ფორმა ადგილობრივი ორგანოების მიერ სხვაგან მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ შესრულებას ნიშნავს; მეორე, საკანონმდებლო ფორმის თანახმად კი შესაძლებელია ღჩევითი რეგიონალური საბჭოების შექმნა, რომელთაც პოლიტიკის ,,კეთების“ გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ და მცირეოდენი ფისკალური დამოუკიდებლობაც ენიჭებათ.


Recent Posts

See All
საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი...

 
 
 

Comentários


© 2015 იურიდიული მოსმახურების სახლი.გიორგი იასაშვილი,იურისტი,ადვოკატი,iuristi,advokati,giorgi aisashvili,გიორგი იასაშვილი,იურიდიული დახმარება,იურიდიული მომსახურების სახლი,giorgi iasashvili

 

   გამოგვყევი :

©
  • w-facebook
bottom of page