top of page
  • Writer's pictureშოთა იასაშვილი

ხისტი–მოქნილი და ქმედითუნარიანი–ფორმალური კონსტიტუცია

კონსტიტუცია კანონთა კონაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელისუფლებლო ინსტიტუტების დანიშნულებისა თუ უფლება-მოვალეობების დადგენას და ურთიერთობათა განსაზღვრას სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის.

არსებობს კონსტიტუციათა კლასიფიკაციის რამდენიმე ფორმა, მასში შედის ხისტი და მოქნილი კონსტიტუციებიც. ერთი შეხედვით, დაწერილი კონსტიტუცია თითქოს შედარებით მოუქნელი უნდა იყოს, რამდენადაც მისი ნორმები ერთგვარ „უზენაეს“ წესრიგში ეწერება. იგივე აზრით, დაუწერელი კოდექსები მეტი მოქნილობით და ცვლილებებთან უკეთ მორგების უნარით უნდა გამოირჩეოდნენ, ვინაიდან კონსტიტუციური მნიშვნელობის მქონე კანონების შეცვლა უბრალო საკანონმდებლო პროცესით შეიძლება და კონვენციებიც, ზოგადად, პრაქტიკულ აუცილებლობებს ეფუძნება. თუმცა, სინამდვილეში სულაც არ არსებობს მარტივი ურთიერთკავშირი დაწერილ კონსტიტუციებსა და სიხისტეს, დაუწერელსა და მოქნილობას შორის.

მოქნილობის ხარისხი ყველა ცალკეულ შემთხვევაში განსხავებულია და რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, არც საკონსტიტუციო პროცედურებისა თუ წესების ფორმალური დაცვის პირდაპირპროპორციულია. მასში შეტანილი შესწორებების მიუხედავად, 1787 წლიდან ამერიკული კონსტიტუცია ფაქტიურად პირვანდელ სახეს ინარჩუნებს, არადა დროის იგივე პერიოდში საფრანგეთმა სულ ცოტა 17 კონსტიტუცია გამოიცვალა.

ქმედითი კონსტიტუცია ორ მოთხოვნას უნდა პასუხობდეს: მთავრობის პრაქტიკული საქმიანობა, ძირითადად მაინც, კონსტიტუციურ ნორმებში უნდა ჯდებოდეს და მეორეც, კონსტიტუციას, ამა თუ იმ საშუალებით, აუცილებლად უნდა შესძლოს მთავრობის ქმედებების მოთოკვა. შესაბამისად, კონსტიტუციის ქმედითუნარიანობას არა უბრალოდ საკონსტიტუციო წესების არსებობა განაპირობებს, არამედ ამ წესებით ხელისუფლების „კალაპოტში მოქცევისა“ და კონსტიტუციონალიზმის დამყარების შესაძლებლობაც.

ზოგიერთ კონსტიტუციას შეიძლება ფორმალურიც კი ეწოდოს იმ აზრით, რომ მისი შინაარსი თუ პრინციპები ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრავდეს ხელისუფლების უფლება-მოვალეობებს, მაგრამ სინამდვილეში ვერანაირად ვერ ზღუდავდეს მის საქმიანობას.

საზოგადოებრივ ურთიერთობებთან შესაბამისობის მიხედვით გამოირჩევა ფაქტიური (ფორმალური) და რეალური ( ქმედითუნარიანი) . ფაქტიური არ შეესაბამება საზოგადოებრივ ურთიერთობებს , ხოლო რეალური - პირიქით, შეესაბამება.

615 views0 comments

Recent Posts

See All

პრემიერ–მინისტრი (აღმასრულებელი ხელისუფლება)

პრემიერ-მინისტრი ( იგივე კანცლერი- გერმანიაში; პირველი მინისტრი - ნიდერლანდებში) მთავრობის თავია, რომელსაც ეს თანამდებობა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით მოსული პარტიის, ან პარტიათა კოალიციის ლიდე

პრეზიდენტი (აღმასრულებელი ხელისუფლება)

პრეზიდენტი სახელმწიფოს ფორმალური, კანონიერი მეთაურია, ისევე როგორც მეფე თუ იმპერატორი სხვა ტიპის მმართველობებში. თუმცა, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ კონსტიტუციური და აღმასრულებელი პრეზიდენტები. კონ

საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი შეიძლება გადაწყვეტილებების „სამჭედლოდ“ მოვიხსენიოთ., როგორც ამერიკის პ

bottom of page