top of page

ძალაუფლების ლეგიტიმაციის ვებერისეული ტიპები და ლეგიტიმაციის კრიზისი

  • Writer: შოთა იასაშვილი
    შოთა იასაშვილი
  • Jan 4, 2018
  • 2 min read

ლეგიტიმურობის, როგორც სოციალოგიური ფენომენის კვლევას, სათავე მაქვს ვებერმა დაუდო. მას სურდა „ბატონობის სისტემა“ გარკვეულ კატეგორიებში მოექცია და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გამოევლინა ის საფუძველი, რასაც ლეგიტიმურობა ემყარებოდა. მაქს ვებერმა ჩამოაყალიბე სამი იდეალური ტიპი, რაც მისი აზრით , პოლიტიკური მმართველობის უაღრესად რთული ბუნების ამოხსნაში დაეხმარებოდა. ეს იდეალური ტიპები ავტორიტეტის სამგვარ ხასიათს ააშკარავებენ:

1) ტრადიციულს

2) ქარიზმატულს

3) კანონიერ-რაციონალურს

ყოველ მათგანს პოლიტიკური ლეგიტიმურობის საკუთარი წყარო აქვს და შესაბამისად, განსხავებული მიზეზიც, თუ რატომ უნდა დაემორჩილოს ხალხი კონკრეტულ რეჟიმს.

პოლიტიკური ლეგიტიმურობის ვებერისეული პირველი ტიპი დროით გამოცილ ადათ-წესებსა და ტრადიციებს ეფუძნება. ფაქტიურად, ტრადიციული ავტორიტეტი იმიტომ ითვლება კანონიერად, რომ იგი „მუდად არსდებოდა“. ტრადიციული ავტორიტეტის ყველაზე აშკარა გამოვლინება პატრიაქალურობაა, როცა ამა თუ იმ ტომს თუ ოჯახში ბატონი ან მამა-მარჩენალია ყველაფრის თავი;

ტრადიციული ავტორიტეტი მჭიდრო კავშირშია მმართველობისა და პრივილეგიების მემკვიდრეობით სისტემებთან - ანუ დინასტიური მმართველობის იმგვარ შემთხვევებთან, რისი მაგალითებიც დღემდე გვხვდება საუდის არაბეთში და მსგავს ქვეყნებში.

ლეგიტიმური მმართველობის ვებერისეული მეორე ფორმა ქარიზმატულ ავტორიტეტს გულისხმობს და იგი ადამიანის პიროვნულ ხიბლს, ანუ „ქარიზმას“ ემყარება. უნდა აღნიშნოს რომ ქარიზმა, თავდაპირველად, საღვთისმეტყველო ცნება გახლდათ და ,,ღვთიურ მადლს“ აღნიშნავდა. როგორც სოციო-პოლიტიკური ფენომენი, ქარიზმა ,,ხიბლსა“ თუ პიროვნულ მიმზიდველობას ნიშნავს ანუ -სხვებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით ლიდერის უნარის გამომჟღავნებას.

ვებერის მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ლეგიტიმურობის მესამე ტიპი, ანუ კანონიერ-რაციონალური ავტორიტეტი, ხელისუფლებას კანონების ნათლად და იურიდიულად ჩამოყალიბებულ კოდექსთან აკავშირებს. ვებერის აზრით, ამგვარი ავტორიტეტი ხელისუფლების ტიპიური ფორმაა თანამედროვე სახელმწიფოთა დიდ უმრავლესობაში.

ლეგიტიმურობის ტიპების ვებერისეული კლასიფიკაცია დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელობას, თუმცა გარკვეულ ფარგლებში. ის მაგალითად ბევრს არაფერს გვებნევა იმ გარემოებებზე, როცა არაპოპულარული პოლიტიკისა თ ლიდერს ან მთელი ხელისუფლების დისკრედიტაციის შემთხვევაში, ხელისუფლებას რეალური საფრთხე ემუქრება.

<<<ლეგიტიმაციის კრიზისი>>>

ლეგიტიმურობის ვებერისაგან განსხვავებული მიდგომა ნეო-მარქსისტებს ეკუთვნით. ორთოდოქსი მარქსისტებისაგან განსხვავებით, რომელნიც ლეგიტიმურობას საერთოდ ჩირად არ აგდებდნენ და „ბურჟუაზიულ მითად“ ნათლავდნენ, თანამედროვე მარქსისტები აღიარებენ, რომ კაპიტალიზმი ნაწილობრივ მაინც, პოზიციებს პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფით ინარჩუნებს. თავის ნაშრომში „ლეგიტიმაციის კრიზისი“ ჰაბერმასმა კაპიტალისტურ საზოგადოებებში არსებული იმ კრიზისული ტენდეციების მთელს სერიაზე მიუთითა, რაც საკმაოდ ართულებს პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას მხოლოდ საერთო თანხმობის საფუძველზე.

Recent Posts

See All
საკომიტეტო სისტემები

კომიტეტების როლი საკანონმდებლო ორგანოსა თუ სადმე სხვაგან, ხშირად თანამედროვე პოლიტიკის გამორჩეულ ნიშან-თვისებად ითვლება, კომიტეტი...

 
 
 

Comments


© 2015 იურიდიული მოსმახურების სახლი.გიორგი იასაშვილი,იურისტი,ადვოკატი,iuristi,advokati,giorgi aisashvili,გიორგი იასაშვილი,იურიდიული დახმარება,იურიდიული მომსახურების სახლი,giorgi iasashvili

 

   გამოგვყევი :

©
  • w-facebook
bottom of page